განწირული მეგობარი – დუტუ მეგრელი

0

პატრიოტულ მოტივზე დაწერილ მის ლექსებს ზურგი აქციეს , დუტუ მეტრეველის შემოქმედება მიუღებლად მიიჩნიეს.ზურგშექცეულ ადამიანთა შორის იყო კიტა აბაშიძე , ქუთაისის გიმნაზიდან მოყოლებული და ოდესის უნივერსიტეტით დამთავრებული – განუყრელი მეგობრები დუტუ და კიტა. მათი ერთმანეთში პაექრობის მთავარი მიზეზი სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებები იყო. მათი მეგობრობა პარტიულ იდეურ ბრძოლებს ემსხვერპლა…

ერთ-ერთ წერილში კიტა წერს დუტუს . ალბათ , წერისას ვერც კი წარმოიდგენდა ცოტა ხანში დუტუ მისი „ჰორაციო“ აღარ იქნებოდა.

„ ახალი წელი დადგა , თავიდან ფეხებამდე იგივე დავრჩი , ერთი მხოლოდ ფეხსაცმელი გამოვცვალე. იგივე პიჯაკი, იგივე ქურთუკი. გული?- გულიც იგივე . მოყვარე თავის ამხანაგებისა და მეგობრებისა სიგიჟემდის. გინდა შეიტყო ჩემი მიზანი ? ნუთუ არ იცი ? მაშ, გეტყვი. ყოვლის ფლიდობისა, მინდა ჩემი მამულის სიკვდილისგან გამობრუნება. მინდა წიხლი ვკრა დედაბერ ექიმებს და ჯადოებს , რომელნიც ტყუიან და უფრო უსწრაფებენ სიცოცხლეს \ვენს ავადმყოფებს … ხალხი იღვიძებს …

სწორედ „ ხალხის გამოღვიძებას“, პარტიულ-დასურ დაყოფას შეეწირა კიტას და დუტუს მეგობრობა. კიტას დუტუსადმი დამოკიდებულება კარგად ჩანს მისადმი მიძღვნილ წერილში, რომელშიც იგი წერს ყოფილ მეგობარს : „ გუშინ, როგორც კი ჩამოვედი, შენი მოთხრობები წავიკითხე. ჩემი აზრი ყველა შენს მოთხრობაზე იცი, შენს ტალანტს „ქინაქინა“ უფრო შეფერის …

დუტუ მეგრელს ასე საჯაროდ არასდროს განუხილავს მათი მეგობრობა და მათ შორის ბზარის გაჩენის მიზეზი.

დუტუ მეგრელს ძველ ჩანაწერებში ერთობ საინტერესო ბავშვობის მოგონება აქვს ჩაწერილი : „ მახსოვს , რა ცხარე ცრემლით ვტიროდი და ღმერთს ვევედრებოდი ყოველ დაძინების წინ, რომ სენისგან( ჯირყვლის დაავადება ჰქონდა ) განვეკურნე. მეორე დილით, გაღვიძებისთანავე, საჩქაროდ ხელს მოვისვამდი, როცა ვრწმუნდებოდი, რომ არა თუ მოუკლია, არამედ მოუმატნია. გული ამიცრუა ამ გარემოებამ საზოგადოდ  ღმერთზე და მის სამართალზე .

„ წერა ადრე დავიწყე , რაზედაც , სხვათაშორის , ელისშემწყობი გარემოება იქონია იმან , რომ პანსიონში დავუახლოვდი გრიგოლ აბაშიძეს . დედას ყოველთვის უნდოდა ბერად ან მღვდლად მაინც გამოვეზარდე …“

26 ოქტომბერი დუტუ მეგრელის დაბადების დღეა.

მოამზადა მარიამ ნებიერიძემ

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply