განდი და ტკბილეული

0
ერთ დღეს მაჰათმა განდს ერთი დედა ეახლა თავის ქალიშვილთან ერთად. იგი ძლიერ შეწუხებული იყო იმ ფაქტით, რომ მისი ქალიშვილი ძალიან ბევრ ტკბილეულს ჭამდა და შიშობდა, რომ ეს ცუდი ჩვევა  გოგონას ჯანრმთელობაზე უარყოფითად იმოქმედებდა.
გთხოვთ, დაარიგოთ ან უთხრათ ისეთი რამ , რომ ზედმეტი ტკბილეულის ჭამას თავი გაანებოს – სთხოვა გოგონას დედამ განდს.
განდი ცოტა ხნით დაფიქრდა და შემდეგ უპასუხა:
მოიყვანეთ თქვენი ქალიშვილი სამი კვირის შემდეგ და მაშინ გავესაუბრები.
გავიდა 3 კვირა და დედამ ისევ მიიყვანა თავისი გოგონა განდთან.
ამჯერად განდი გვერდით მიუჯდა ახალგაზრდა გოგონას. მშვიდად აუხსნა, თუ როგორი საზიანო იყო ჯანმრთელობისათვის ზედმეტი ტკბილეულის ჭამა და რა შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა მის ამგვარ ქმედებას.
ამ ახსნა-განმარტების შემდეგ კი მისცა პრაქტიკული რჩევები იმისა, თუ როგორ შეძლებდა იგი ზედმეტი ტკბილეულის ჭამისაგან თავი შეეკავებინა.
იმედმოცემულმა დედამ მადლობა გადაუხადა განდს და უთხრა:
თქვენი დიდი მადლობელი ვარ, თუმცა ძალიან მაინტერესებს რატომ 3 კვირის წინ არ ესაუბრეთ ასე და არ დაარიგეთ იგი ?
ჯერ კიდევ 3 კვირის წინათ მეც იგივე პრობლემა მაწუხებდა, რაც თქვენს ქალიშვილს – უპასუხა მაჰათმა განდმა.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply