განაწყენდით? მაშინ, ეს ტექსტი ხმამაღლა და გამოთქმით წაიკითხეთ სარკის წინ

0

მე იმდენად მნიშვნელოვანი ინდაური ვარ, რომ არ შემიძლია, ვინმეს მივცე უფლება, მოიქცეს საკუთარი ბუნების შესაბამისად, თუკი ეს მე არ მომწონს. იმდენად მნიშვნელოვანი ინდაური ვარ, რომ როცა ვინმე არ იტყვის იმას ან არ მოიქცევა ისე, როგორც ველოდი – განაწყენებით დავსჯი. დაე, დაინახოს, რამდენად მნიშვნლოვანია ჩემი წყენა და მიიღოს იგი როგორც სასჯელი საკუთარი „დანაშაულების“ გამო. მე ხომ ძალიან მნიშვნელოვანი ინდაური ვარ!

საკუთარ ცხოვრებას არ ვაფასებ. იმდენად არ ვაფასებ, რომ არ მენანება დავხარჯო შეუფასებელი დრო წყენაზე. უარს ვამბობ ბედნიერების, სიხარულის და სილაღის წუთებზე, რადგან ჩემთვის უმჯობესია, ისინი წყენას მივუძღვნა. სულერთია, რომ ეს წუთები იქცევა საათებად, საათები – დღეებად, დღეები – კვირებად, კვირები – თვეებად, თვეები – წლებად. არ მენანება ცხოვრების წლების ფლანგვა – მე ხომ საკუთარ ცხოვრებას არ ვაფასებ. არ შემიძლია, ჩემს თავს გვერდიდან შევხედო.

ძალიან დაუცველი ვარ. იმდენად დაუცველი, რომ იძულებული ვარ, დავიცვა საკუთარი ტერიტორია და განაწყენებით მოვიშორო ყველა, ვინც მას შეეხო. შუბლზე მივიფარებ დაფას, წარწერით – „ფრთხილად, ავი ძაღლია“ და აბა, ვინმემ გაბედოს ამის არშემჩნევა! მე იმდენად ღატაკი ვარ, რომ არ შემიძლია მოვიძიო დიდსულოვნების წვეთები ჩემში, რათა პატიება შევძლო. არც თვითირონია გამაჩნია – რათა გავიცინო, არც სიკეთე – რათა არ შევიმჩნიო, არც სიბრძნე – რათა თავიდან ავიცილო, არც სიყვარული – რათა მივიღო. მე ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი ინდაური ვარ!

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

ფილოლოგი

Leave A Reply