გამოფხიზლდი! დღეს სამყაროს შენი ქმედება სწყურია.

0

არ არსებობს მოცებულობა , რომელიც ბოლომდე მოერგება შენს სულიერ მოთხოვნილებებს , შენს ათასჯერ გაცხრილული შეგრძნებების კორიანტელს . უბრალოდ , უნდა დაიჯერო , უნდა ირწმუნო , რომ განწყობას მართავ შენ და არავინ სხვა ! თუმცა თქმა მარტივია , შესრულება კიდევ უდიდეს ძალისხმევასა და საკუთარ თავზე დაუსრულებელ მუშაობას მოითხოვს .

ზოგჯერ სევდა მწარედ გვიჭერს მარწუხებს და გულის რომელიღაც კუნჭულში იმედის პატარა ნაკვერჩხალიც აღარ ანათებს . ასეთ დროს ყველა ქმედება რთულდება , საწოლიდან წამოდგომაც კი საოცარ სიძნელეს წარმოადგენს . ფარდებჩამოფარებულ , უმზეო ოთახის ჭერს შევყურებთ და იწყება ჩახვეული სევდის ათასჯერ გატკეპნილი რიტუალი – ფიქრი , კომპლექსურად ყველა ნიუანსზე …მერე მას სინანული , თვითშეფასების დადაბლება , საკუთარ თავში დაურწმუნებლობა და ათასი ამღვრეული შეგრძნება მოჰყვება . გგონია , სიმშვიდეს ვერასდროს იპოვნი და უკვე მერამდენედ დარწმუნდი , რომ ხარ მარტო , ცალად დარჩენილი , რომელსაც საკუთარი გზა გამორჩეულად საცალფეხო და ეკლიანი ჰგონია …

არ არსებობს გარდაუვალი აქსიომები , სამუდამო ჩარჩოები და მუდმივი განცდები ! არსებობს მხოლოდ ერთი – ძლიერი რწმენა , რომელსაც გულისა და გონების აბსოლუტურად ყველა რესურსის მობილიზება , თავმოყრა და ჩვენი იდეალური პერსონიფიცირება შეუძლია . სიმშვიდეც სწორედ აქ არის , იქ სადაც სრულყოფილად გამოვხატავთ .

ცხოვრება მშვენიერია , თუ ჩვენ ამას დავიჯერებთ . დეპრესია გაქრება და სიმშვიდე ჟრუანტელს მოგვგვრის , თუ ამას ვირწმუნებთ.

გაიღვიძე ! გამოფხიზლდი! დღეს სამყაროს შენი ქმედება სწყურია , შენი ღიმილი და მოციმციმე თვალები ასუნთქებს , შენი გადადგმული ნაბიჯებით მოძრაობს  .   ირწმუნე , რომ იყო ! რომ შენი არსებობა იყოს მისია და გზა , რომელსაც გაივლი ,სიმშვიდის ოაზისი იქნება , ბედნიერების ქვაკუთხედი და სულის ამოძახილის სიმფონია !

მედეა ფუტკარაძე

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply