გამონათქვამები: ჯიმ რონი

0
1. ფორმალური განათლება თავის რჩენის საშუალებას მოგცემთ, თვითგანათლება კი წარმატებამდე მიგიყვანთ;
2. თქვენ ხართ საშუალო არითმეტიკული იმ ხუთი ადამიანისა, რომელთანაც ყველაზე მეტ დროს ატარებთ;
3. ნუ ინატრებთ რომ უფრო ადვილი იყოს. ისურვეთ თქვენ იყოთ უკეთესი;
4. ლიდერის გამოწვევაა იყოს ძლიერი და არა უხეში; იყოს კეთილი, მაგრამ არა სუსტი; იყოს დაფიქრებული, მაგრამ არა ზარმაცი; იყოს გაბედული,მაგრამ არა საშიში; იყოს თავმდაბალი, მაგრამ არა მოკრძალებული; იყოს ამაყი, მაგრამ არა ქედმაღალი; ჰქონდეს იუმორი, მაგრამ არა სულელური;
5. დისციპლინა ხიდია მიზანსა და მის მიღწევას შორის;
6. თუ ნამდვილად გსურთ რამის გაკეთება გზასაც იპოვნით, თუ არადა იპოვნით მიზეზს;
7. ჩვენ ყველანი ორი რამით უნდა ვიტანჯებოდეთ: დისციპლინის სიმძიმით ან სინანულით, რომ ყველაფერი არ გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო;
8. დაე სხვებმა იცხოვრონ მდაბალი ცხოვრებით და არა თქვენ.. დაე სხვებმა იმსჯელონ წვრილმანებზე, იტირონ უმნიშვნელო ტკივილზე, იცხოვრონ სხივი დაგეგმილი მომავლით და არა თქვენ…
9. წარმატება არაფერია გარდა რამოდენიმე მარტივი დისციპლინისა და ჩვევის ჩამოყალიბების ყოველდღიური პროცესი;
10. ისწავლეთ როგორ იყოთ ბედნიერი იმით, რაც გაქვთ და ამავდროულად ცდილობდეთ იმის მიღებას, რაც გსურთ;
11. მიზეზები ლურსმებია, რომლითაც მარცხის სახლი შენდება;
12. თუ ცხოვრებაში საკუთარი გეგმა არ გაგაჩნიათ, დიდი შანსია სხვის გეგმაში ამოყოთ თავი. აბა გამოიცანით რა დაუგეგმავთ მათ თქვენთვის? კარგი არაფერი..
13. ბედნიერება შემთხვევითობა არაა, ეს არჩევანია.
14. ბავშვს უნდა ჰქონდეს ორი ველოსიპედი: ერთით თავად უნდა ისეირნოს, მეორე კი გააქირაოს;
15. ყურადღება ყველაზე დიდი საჩუქარია, რაც კი ადამიანს შეიძლება აჩუქოთ.
გამონათქვამები მოძიებული და თარგმნილია: 4motivi.com
გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply