ჩარლი ჩაპლინის ცხოვრებისეული გამონათქვამები

2

1.”ვერასოდეს დაინახავთ ცისარტყელას, თუ მუდამ ძირს იხედებით”.

2.”სიცილის გარეშე გატარებული დღე, ტყუილად დაკარგულია.”

3.”ყოველთვის მიყვარს წვიმაში სეირნობა,რადგან ვერავინ ამჩნევს,რომ ვტირი”.

4.”დამარცხება არაფერია.მხნეობაა საჭირო,რომ თავიდან ლაფი მოიცილო”.

5.”ახლოდან დანახული ცხოვრება ტრაგედიაა, შორიდან კი კომედიას უფრო ჰგავს.”

6.”როგორც ყველა ადამიანი, მეც ის ვარ, ვინც ვარ. უნიკალური და გამორჩეული ინდივიდი. ისტორია უამრავი ოცნების,სურვილისა და გამოცდილებისა,რომელთა ერთიანობასაც წარმოადგენს ჩემი პიროვნება.”

7.”უბრალოდ გაიღიმეთ და აღმოაჩენთ,რომ ცხოვრება კვლავ ღირებულია.”

8.”ჩემი გულის ტკივილი შეიძლება იყო ვინმეს სიცილის მიზეზი, მაგრამ ჩემი სიცილი არასოდეს იქნება ვინმეს გულის ტკენის მიზეზი”

9.”მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი, ადამიანი ვყოფილიყავი. ეცადე შენც.”

10.”თითქოსდა წინ მივიწევთ, მაგრამ გაუთვიცნობიერებლად ვაფერხებთ საკუთარ თავს.ტექნოლოგიებმა მუდმივი სურვილის მდგომარეობაში ჩაგვაგდო. საკუთარმა ცოდნამ ცინიკოსები გაგვხადა და ნიჭიერებამ გაგვაბოროტა.ჩვენ ვფიქრობთ ძალიან ბევრს და ვგრძნობთ ძალიან ცოტას. არადა ტექნოლოგიებზე მეტად ადამიანობა გვჭირდება და სიჭკვიანეზე მეტად კი კეთილშობილება და შემწყნარებლობა. ამ თვისებების გარეშე ცხოვრება ძალადობრივი გახდება და თავის ნამდვილ არსს დაკარგავს.”

11.”მაწანწალა, ჯელტმენი, პოეტი, მეოცნებე, მარტოხელა ყმაწვილი,თავგადასავლებისა და რომანების იმედით სავსე.”

12.”აიხედე მაღლა, მაღლა აიხედე. ღრუბლები ირწევიან, მზე აცხუნებს და ჩვენც სიბნელიდან სინათლისაკენ მივექანებით! მივდივართ ახალ სამყაროში – კეთილ სამყაროში, სადაც ადამიანობა სიხარბეზე, სისასტიკესა და სიძულვილზე მაღლა დგას! სადაც ადამიანის სულისათვის ფრთები შეუსხიათ და საბოლოოდ მიუციათ შესაძლებლობა იმისა, რომ იფრინოს. და ისიც დაფრინავს, დაფრინავს ცისარტყელისკენ… იმედის ფერებში, ჩვენს მომავალში – დიდებულ მომავალში, რომელიც შენ გეკუთვნის და მე და ყველა ჩვენთაგანს… აიხედე მაღლა, მაღლა აიხედე…”

15.”ყველაზე დიდი ბრილიანტი მზეა, ის კი, ჩვენდა საბედნიეროდ, ყველას ერთნაირად დაგვნათის.”

გამონათქვამები მოძიებული და თარგმნილია: 4motivi.com

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Discussion2 კომენტარი

  1. ასეა ,ჩარლი რომ ფუფუნებაში გაზრდილიყო , დიდი ადამიანი ვერ (!) გამოვიდოდა ! სწორედ გაჭირვება და სიმწრის ოფლით ლუკმა-პურის შოვაზე ფიქრმა აიყვანა მისი გონება იმ სიდიადემდე !

Leave A Reply