გამონათქვამები: ნაპოლეონ ჰილი

0

ოთხი მოტივი გთავაზობთ, წარმატებაზე დაწერილი ნომერ პირველი ბესთსელერი წიგნის “იფიქრე და გამდიდრდი”-ს ავტორის, ნაპოლეონ ჰილის, პოპულალურ გამონათქვამებს:

1. სურვილი წარმატების მიღწევის საწყისია. ღრმად ჩაიბეჭდეთ გონებაში: როგორც პატარა ცეცხლი ათბობს ძნელად, ასევე სუსტ სურვილსაც სუსტი შედეგი მოაქვს.
2. ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია, რაც კი შეიძლება გონებამ წარმოიდგინოს.
3. თუ დიდი საქმეების კეთება არ შეგიძლიათ, პატარა მაინც აკეთეთ კარგად.
4. როდესაც დამარცხება მოვა, მიიღეთ ეს როგორც ცვლილებების საჭიროების ნიშანი, შეასწორეთ გეგმები და კვლავ მომართეთ აფრები თქვენი მიზნისაკენ.
5. შეიძლება გული გეტკინოთ თუ ძლიერ გიყვართ, მაგრამ აუცილებლად მწუხარებაში იცხოვრებთ, თუ არავინ გიყვართ.
6. არასოდეს დაელოდოთ. ზუსტად შესაფერისი წამი არასდროს დადგება. გააკეთეთ ის, რაც შეგიძლიათ.
7. ყოველი დამარცხებასა და ტკივილში არის მარცვალი, რომელიც უფრო მეტ სარგებელს იძლევა, ვიდრე დანაკარგია.
8. მომართეთ თქვენი გონება ერთი განსაზღვრული მიზნისაკენ და ნახავთ როგორ სწრაფად დადგება სამყარო თქვენს გვერდში.
9. ერთადერთი ლიმიტები ისინია, რომელთაც ჩვენ თავად ვუწესებთ საკუთარ თავს.
10. ბედნიერება შრომაშია და არა ფლობაში.
11. ის ვინც ბრძოლას წყვეტს ვერასოდეს იმარჯვებს, გამარჯვებულები კი არასოდეს წყვეტენ ბრძოლას.
12. ის ადამიანი რომელიც იმაზე მეტს შრომობს, ვიდრე უხდიან, მალე იმაზე მეტს მიიღებს, ვიდრე შრომობს.
13. ადამიანები უფრო მეტს ფიქრობენ, იმაზე თუ როგორ დახარჯონ, ვიდრე იმაზე, თუ როგორ შეინახონ. დაზოგვის იდეა მსხვერპლის გაღებას მოითხოვს, რაც არასასიამოვნო აზრებთან არის დაკავშირებული. ხოლო დახარჯვის იდეა ადამიანს აგულიანებს.
14. რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში მიდიხართ წარმატებისკენ, მით უფრო ახლოსაა იგი თქვენთან. ძალიან ბევრი, თავს ანებებს საქმეს მაშინ, როცა გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯიღაა დარჩენილი,დაიმახსოვრეთ, ამ ნაბიჯს სხვები გადადგამენ.
გამონათქვამები მოძიებული და თარგმნილია: 4motivi.com
გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply