გამონათქვამები: ვიქტორ ჰიუგო

0
1.სიყვარულია, როცა ორი ერთ არსებად შეერთდება,მამაკაცი და ქალი ანგელოზად იქცევა. სიყვარული სამოთხეა;
2. ბრძოლა გამარჯვების შემდეგ იწყება;
3. ვინც საყანედ ამზადებს ჭაობიან ნიადაგს, უნდა მიეჩვიოს მის გარშემო ბაყაყების ყიყინს;
4.ვინც ძერას დაშავებული ფრთა მოურჩინა, ის აგებს პასუხს მისი კლანჭების მოქმედებაზეც;
5.ხალხის სიდიადე სულაც არ იზომება მისი რაოდენობით;
6.სიზარმაცე დედაა, რომელსაც ჰყავს ვაჟი – ქურდობა და ქალიშვილი – შიმშილი;
7.ადამიანთა უმრავლესობა ეძებს მეგობართა წრეს, სადაც მას მოუსმენენ და არა ისეთს, მან რომ მოუსმინოს;
8.ადამიანის გონებას სამი, ყველაფრის ამომხსნელი, გასაღები აქვს: ცოდნა. აზრი, წარმოსახვა, – ყველაფერი ამათშია;
9.შეცდომებიდან სიმართლისკენ სვლა ძალზე იშვიათი, მაგრამ მშვენიერი რამაა;
10.კაცს, რომელმაც მშობლიური ენის გარდა სხვა უცხო ენები არ იცის, იმ გამონაკლის შემთხვევაში თუ კი ის გენიოსი არაა, აუცილებლად ექნება იდეების ნაკლებობა;
11.შეიცვალე შენი აზრები, მაგრამ არ გადაუხვიო პრინციპებიდან. შეიცვალე შენი ცხოვრების წესი, მაგრამ ხელუხლებლად შეინარჩუნე შენი ფესვები;
12.ამბობენ, რომ სიყვარული გულის სიბრმავეა. მე კი ვიტყოდი, რომ უსიყვარულობაა სიბრმავე;
13.ყველაზე ბნელი ღამეებიც კი დასრულდება და მზე ამოვა;
14.გიყვარდეს სხვა ადამიანი ნიშნავს, ღვთის სახეს ხედავდე მასში;
15.გიყვარდეს და უყვარდე, ეს საკმარისია. სხვას ნურაფერს ითხოვ. არ არსებობს ამაზე ნათელი და ძვირფასი რამ ცხოვრებაში;
16.უზენაესი სამსჯავრო – სინდისის სამსჯავროა;
17.ადამიანებს სურვილი აკლიათ და არა ძალა;
18.სიცილი მზეა,რომელიც ადამიანის პირიდან ამოდის;
19.დამნაშავე მარტო ის კი არაა, ვინც დანაშაულს სჩადის, არამედ ისიც ვინც ქმნის წყვდიადს;
20. ადამიანთა დაბალ კლასებში ბევრად უფრო მეტი მწუხარებაა, ვიდრე ადამიანობა მათ მაღალ კლასებში;
გამონათქვამები მოძიებული და თარგმნილია: 4motivi.com

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply