გამონათქვამები: დეილ კარნეგი

0
1. რა გაქვთ, ვინ ხართ ,სად ხართ და რას აკეთებთ, ეს კი არ განაპირობებს თქვენს ბედნიერებას ან უბედურებას, არამედ ის, თუ თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფრის შესახებ.
2. ნუ გეშინიათ მტრების,რომლებიც გიტევენ. მლიქვნელი მეგობრების გეშინოდეთ.
3. 2 თვეში ბევრად უფრო მეტი მეგობრის შეძენას შეძლებთ, თუ შეეცდებით სხვა ადამიანებით დაინტერესდეთ, ვიდრე 2 წელიწადში, იმის მცდელობით,რომ ისინი დააინტერესოთ თქვენით.
4.ყოველი ერი თავს სხვა დანარჩენზე აღმატებულად თვლის. სწორედ ეს აზრი შობს პატრიოტიზმსა და ომებს.
5. ყველა სულელს შეუძლია გააკრიტიკოს,დაადანაშაულოს და იწუწუნოს – ბევრი აკეთებს ამას.
6. წარმატება ნიშნავს იმის მიღებას,რაც გსურთ. ბედნიერება კი ნიშნავს იყოთ კმაყოფილი იმით,რაც გაქვთ.
7. გახსოვდეთ,რომ დღევანდელი დღე არის ხვალინდელი დღე, რომელზეც გუშინ დარდობდით.
8.ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევები მსოფლიოში, გაკეთებულია ადამიანთა მიერ, ვინც არ შეწყვიტა ცდა, მაშინაც კი,როდესაც იმედი არსად ჩანდა.
9.ყოველგვარი შიშის დამარცხებას შეძლებთ,თუ ღრმად ჩაიბეჭდავთ გონებაში,რომ იგი მხოლოდ თქვენს გონებაში არსებობს.
10.საზოგადოება გვაფასებს ამ ოთხი კრიტერიუმით: რას ვაკეთებთ, როგორ გამოვიყურებით, რას ვამბობთ და როგორ ვამბობთ.
11.ბედნიერებაზე მხოლოდ ჩვენი გონებრივი დამოკიდებულება ახდენს გავლენას და არა გარემო პირობები.
12. ცოდნა ძალა აღარაა, თუ ვერ იყენებთ.
13.ადამიანი რაც უნდა დამნაშავე იყოს, იგი მზად არის, სხვა დაადანაშაულოს, მაგრამ არასოდეს – თავის თავი! გამონაკლისი თითქმის არ არსებობს. გახსოვდეთ, კრიტიკა ფოსტის მტრედსა ჰგავს, რომელიც ყოველთვის უკან გვიბრუნდება.
14.ადამიანები იშვიათად ხდებიან წარმატებულები, იმ საქმის კეთებით,რაც სიამოვნებას არ ანიჭებთ.
15. თვით ღმერთიც კი არ განსჯის ადამიანს სიკვდილამდე. და მე და თქვენ რატომ უნდა ვეცადოთ?
16. ესაუბრეთ ადამიანს მის შესახებ და ის საათობით მოგისმენთ ყურადღებით.
17. იცნობთ ისეთ კაცს, რომლის გამოსწორებაც გსურთ, გინდათ რომ უკეთესი გახდეს? ძალიან კარგი, მაგრამ რატომ საკუთარი თავიდან არ იწყებთ? განა ეს წმინდა ეგოისტური თვალსაზრისითაც კი უფრო სასარგებლო არ არის ვიდრე ის რომ ეცადო სხვა გამოასწორო?
გამონათქვამები მოძიებული და თარგმნილია:4motivi.com

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply