გამოდი კონფორტის ზონიდან

0

რა გრძნობაა იყო აწმყოში? იყო აქ და ახლა და სრულად განიცადო ეს მომენტი?

გათავისუფლდი წარსულის ნებისმიერი ტვირთისგან ან მომავლის ლოდინისგან. უბრალოდ გათავისუფლდი. მხოლოდ გააცნობიერე, რომ შეგიძლია აკონტროლო როგორ გინდა გრძნობდე თავს. ყოველთვის. დაინახე საგნები ისე როგორცაა და მიეცი შენს დროსა და ენერგიას სრული თავისუფლება რათა დააფასო ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია.

მიიღე ფაქტად რომ ყველაფერი რაც შენს გარშემო სამყაროში ხდება, ხდება იმიტომ რომ მოიზიდე შენი საკუთარი ფიქრებითა და ქმედებით.

გაიაზრე, შენ შეგიძლია აკონტროლო შენი ფიქრები და ემოციები. ეს დიდი საიდუმლო არაა. უბრალოდ აირჩიე და იფიქრე პოზიტიურ საგნებზე. მოუსმინე შენს ემოციებს და ამოირჩიე მათგან საუკეთესო, რომელიც თავს ბედნიერად გაგრძნობინებს. შენ უნდა გადაწყვიტო იყო გართობითა და ბარაქით სავსე ადამიანი.

რა გინდა, რისი გაკეთება გინდა ცხოვრებაში? რა განაპირობებს შენს ქცევებს? რა განიჭებს სიამოვნებას? არ დაუჯერო ფიქრებს, რომ შენ არაფრის გაკეთება არ მოგიწევს ბედნიერებისათვის. ის თავისით მოვა. პირიქით, შენ ვალდებული ხარ ყველაფერი გააკეთო ამისთვის. აირჩიე გზა, მიჰყევი მას. ჩვენ ყველა ხომ რაღაცისთვის ვცხოვრობთ. შეწყვიტე მიზეზების ძებნა რატომ არ შეგიძლია, ეძებე მიზეზები რატომ შეგიძლია.

მსოფლიო სავსეა შანსებითა და შესაძლებლობებით. მიჰყევი შენს სურვილებს. გამოდი კომფორტის ზონიდან.
ახლა შესანიშნავი დროა ამისთვის.

გამომგზავნი/ავტორი: ნინი გაბაძე

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply