გათავისუფლდით სტრესისგან

10

ერთხელ ფსიქოლოგი სემინარს უძღვებოდა, როცა ხელში წლიანი ჭიქა აიღო და აუდიტორიას კითხვით მიმართა. ყველა ნაცნობ კითხვას ელოდა: „ჭიქა ნახევრად სავსეა, თუ ნახევრად ცარიელი?“, თუმცა პროფესორმა ღიმილით იკითხა: „რამდენს იწონის ჭიქა?“

სტუდენტთა პასუხები ასიდან სამას გრამამდე მერყეობდა.

„ამ შემთხვევაში, საერთო წონას მნიშვნელობა არ აქვს“, თქვა პროფესორმა. „ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ხანი მიჭირავს ხელში ჭიქა. თუ მხოლოდ ერთი წუთით ეს პრობლემა არაა. მაგრამ თუ ერთი საათით ან დღით დავიჭერ, ეს დისკომფორტს შემიქმნის და რაც უფრო დიდი ხანი გავა, ჩემი მდგომარეობა მით უფრო გაუარესდება.“

“ნებისმიერ შემთხვევაში, ჭიქის წონა არ იცვლება”, განაგრძო პროფესორმა. “მაგრამ რაც უფრო დიდხანს მიჭირავს, მით უფრო მძიმეა ის ჩემთვის. დარდი და სტრესიც ამ წყლით სავსე ჭიქას ჰგავს. იფიქრეთ ცოტა ხნით მათზე და არაფერი მოხდება. იფიქრეთ მათზე მეტი და ისინი ტკივილს მოგაყენებენ. და რაც უფრო ხშირად იფიქრებთ მათზე, მით უფრო ცუდად იგრძნობთ თავს – მათზე კონცეტრაციით, თქვენ აბსოლუტურად დაკარგავთ საღი აზროვნებისა და მოქმედების უნარს.”

გათავისუფლდით სტრესისგან,  არ დაგავიწყდეთ ჭიქის ძირს დადება.

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Discussion10 კომენტარი

  1. რა უბედურებაა ეს ”მადლობთ”!!!!! გმადლობთ არ გაგიგონიათ?სტრესს რომ მოიხსნით მერე აუცილებლად მოგეთხოვებათ გამართული ქართულით საუბარი(წერა)!

  2. კარგია, მომეწონა… ისე, მაია გოგელაშვილს ვეთანხმები და გეუბნებით : გ მ ა დ ლ ო ბ თ.

  3. აკაკი შანიძე

    რადგან აქ გამართულ ქართულზე საუბრობთ, ჩაგისწორებთ – გმადლობ და არა გმადლობთ!

  4. “გმადლობ” – მხოლობითშია, ანუ: გმადლობ – შენ. “გმადლობთ” – თქვენ. გამოიყენება ორივე შემთხვევაში, როდესაც მივმართავთ პირთა ჯგუფს(მრავლობითში), ან მივმართავთ ერთ პირს თავაზიანი ფორმით. “მადლობ(თ)” – ცალსახად შეცდომაა, თუმცა საწყენი სულაც არაა თუ ადამიანი ჩვენს შეცდომაზე მიგვითითებს… სჯობს მას მადლობა გადავუხადოთ. თანაც აუცილებელია ჩვენს ენას მოვუფრთხილდეთ, არ შეურაცხვყოთ და არ დავაბინძუროთ. დიდი მადლობა ყველას, ვინც ზრუნავს მასზე (ქართულ ენაზე).

  5. ისა და, ვალი თუ აქვთ შენი და არ გიბრუნებენ წლების განმავლობაში “ჭიქას რო
    დადგავ” დაგიბრუნდება თუ..??????

  6. “ჭიქას რო დადგავ…” კი არა, დადგამ. საწყისი სიტყვაა დადგმა და არა დადგვა… ესეც ქართული ენის სიწმინდის დაცვისათვის!

Leave A Reply