"გადადებული ყავის" ისტორია ანუ სიკეთის კეთების იტალიური ტრადიცია

4
მე და ჩემი მეგობარი კაფეში შევედით, სადაც მან ოფიციანტს შეკვეთა მისცა. როდესაც მაგიდასთან ვისხედით კაფეში ორი კაცი შემოვიდა, რომელთაც მიმტანს უთხრეს:
„ხუთი ყავა თუ შეიძლება. ორი ჩვენთვის, ხოლო სამი „გადადებული“.“
როდესაც კაცებმა თავიანთი ყავა დალიეს და კაფე დატოვეს, მე ჩემს მეგობარს ვკითხე:
„რას ნიშნავს „გადადებული ყავა“?“
„მოითმინე და ნახავ“ – მიპასუხა მან.
კაფეში კიდევ რამოდენიმე ადამიანი შემოვიდა. ორმა გოგონამ თითო ყავა შეუკვეთა და წავიდნენ. შემდეგი შეკვეთა შვიდი ყავა იყო, რომელიც სამმა ახალგაზრდა ადვოკატმა მისცა მიმტანს. სამი მათთვის და ოთხი „გადადებული“.
ყავაზე ვფიქრობდი და თან სიამოვნებით გავყურებდი ჩვენი კაფის წინ გადაშლილ ლამაზ ხედს, როცა მოულოდნელად ერთი, დაძონძილ ტანსაცმელში ჩაცმული, უპოვარი კაცი კაფეში შემოვიდა და მორიდებით იკითხა:
„“გადადებული ყავა“ ხომ არ გაქვთ?“
მარტივად რომ ვთქვათ – ადამიანები წინასწარ იხდიდნენ ყავის ფულს იმისათვის, რომ მას ვისაც შესაძლებლობა არ ჰქონდა, ყავა დაელია.
ეს უბრალოდ ჩვენს მიერ შეთხზული ისტორია არ გეგონოთ, იგი იტალიელმა მწერალმა და სცენარისტმა ტონინო გუერამ მოუთხრო თავის მსმენელებს. „გადადებული ყავის“ (Caffè sospeso) ტრადიციას კი სათავე იტალიის ქალაქ ნეაპოლში დაედო, სადაც მუშათა კლასის სასადილოებში შეგეძლოთ „გადადებული შეკვეთა“ მიგეცათ. ადამიანები ერთის სანაცვლოდ ორი ყავის საფასურს იხდიდნენ, რათა მოგვიანებით ღარიბ ადამიანებს შეძლებოდათ უფასოდ დაელიათ ყავა. ტრადიციას 100 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს და არა მხოლოდ ყავის შეკვეთით შემოიფარგლება. დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იხილავთ სასადილოებს, სადაც კეთილი ადამიანები წინასწარ იხდიან უპოვართა კვების საფასურს.
თემო ბერიშვილი
გაზიარება:

ჟურნალი “ოთხი მოტივის” პროექტის ავტორი, დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.

Loading Facebook Comments ...

Discussion4 კომენტარი

  1. ზოგიერტი ამ ყავასთან ერთად ფუნთუშასაც რო დატოვებდეს კარგი იქნებოდა, მაგრამ საქართველოში? – შეუძლებეია, უბრალოდ არც კი გამოაჩენს პერსონალი.

  2. ვკითხულობ კომენტარებს და რუსული გამოთქმა მახსენდება, ყველა მსჯელობს თავისი გათახსირებულობიდან გამომდინარე… ყოველმა ჩვენგანმა ჯერ სცადოს და თუ არ გამოვა მერე განიკითხოს…

  3. Xdeba saqartveloshi msgavsi ram gansxvavebuli formit. Tu vinmes gaqvt survili tqvenc shegidzliat gadaixadot winaswar atonelis 29 nomershi generator 9.8 qvia. Magram sxva Saxe aqvs, magalitad tu gadavixade ludis, shemdegi vinc luds moitxovs, ufasod miirtmevs. Ara marto ludzea saubari. Siaxlea saqartvelostvis da dro chirdeba msgavsi saqcielebis ganvitarebas

Leave A Reply