გააცნობიერე საკუთარი უპირატესობა – სასკოლო ექსპერიმენტი დიდებისთვის

0

სკოლაში ერთმა მასწავლებელმა ძალიან საინტერესო გაკვეთილი ჩაატარა. გადაწყვიტა ბავშვებისთვის საინტერესო გზით აეხსნა პრივილეგიისა და სოციალური ცვალებადობის შესახებ.

მასწავლებელმა ბავშვებს თითო ფურცელი დაურიგა და სთხოვა, დაეკუჭათ.

1

მერხების წინ, შუაში ნაგვის ურნა მოათავსა

2

თქვა: ,, თამაშის წესები მარტივია – თქვენ, ქვეყნის მოქალაქეებს, გამდიდრებისა და მაღალ სოციალურ კლასში მოხვედრის ერთნაირი შანსი გაქვთ’’.

3

,, იმისთვის რომ ეს შეძლოთ, აუცილებელია, ადგილიდან დაკუჭული ქაღალდის ურნაში ჩაგდება’’.

4

ნათქვამი უკანა რიგებიდან ერთ-ერთმა მოსწავლემ დაუყოვნებლივ გააპროტესტა: ,,ეს უსამართლობაა! მას, ვინც ნაგვის ურნასთან ახლოს ზის, გამარჯვების მეტი შანსი აქვს’’.

5

ყველამ სცადა და, როგორც მოსალოდნელი იყო, ამოცანის შესრულება წინ მსხდომი სტუდენტების უმეტესობამ და მხოლოდ რამდენიმე უკანა რიგებში მსხდომმა მოახერხა.

6

მასწავლებელმა განაცხადა: ,, რაც უფრო ახლოს იყავით ნაგვის ურნასთან, შანსიც მეტი გქონდათ. აი რას ნიშნავს პრივილეგია. შენიშნეთ რომ, უსამართლობაზე პრეტენზია, მხოლოდ უკანა რიგებში გამოთქვეს?’’

7

,,მან, ვინც წინ იჯდა, საკუთარი პრივილეგია ვერ გააცნობიერა. ისინი მხოლოდ მიზნამდე არსებულ მცირე მანძილს ხედავდნენ.’’

8

,,თქვენი, მოსწავლეების მოვალეობა, თქვენი პრივილეგიის გაცნობიერებაა. გამოიყენეთ ეს განსაკუთრებული პრივილეგია – ,,განათლება’’ იმისთვის, რომ ყოველთვის ბევრს მიაღწიოთ და ამავდროულად დაიცვათ ისინი, ვინც თქვენს უკან არიან.’’

მოამზადა – სალომე ლეკიშვილმა

კომენტარები

შეთავაზებები

ოთხი მოტივის გუნდის წევრი და პუბლიცისტი.

Leave A Reply