გააკეთე სიკეთე და მის შესახებ არავის უამბო

1

ჩვენ მიერ ჩადენილ კეთილ საქმეებზე სხვებს თითქმის ყოველთვის ვუამბობთ ხოლმე. რატომ? იმიტომ რომ, გულის სიღრმეში, ჩვენივე ქმედებების დაფასება და აღიარება გვსურს. ამით ჩვენს მზრუნველობას ვუსვამთ ხაზს და ვუმტკიცებთ საკუთარ თავს, თუ რამდენად დიდ სიკეთეს ვიმსახურებთ.

ყოველგვარი კეთილი ქმედება არსებითად მშვენიერია. თუმცა არსებობს რაღაც ამაზე ჯადოსნური, რაც ასევე სიკეთის კეთებაში მდგომარეობს, ოღონდ ერთი განსხვავებით – არასდროს არავის უთხრათ ამის შესახებ. როდესაც სხვებს ეხმარებით თავს ყოველთვის კარგად გრძნობთ. იმის მაგივრად, რომ ეს პოზიტიური გრძნობები დიდხანს შეინარჩუნოთ, სხვებთან საუბრით ღირებულებას უკარგავთ.

უნდა გასცეთ, არა იმისთვის, რომ სამაგიერო მიიღოთ, არამედ საკუთარი სიამოვნებისთვის. თქვენი ჯილდო კი ამ შემთხვევაში ის შეგრძნებებია, რომლებიც თქვენი ქმედებებიდან მოდის. ამ ჯილდოს ყოველი კეთილი საქმის შემდეგ იღებთ, თუმცა გახსოვდეთ, რომ მას გაფრთხილება და შენარჩუნება სჭირდება.

რიჩარდ კარლსონი

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply