ბულბულისა და მუშის იგავი

0

ერთი მუშა მთელი ზაფხულის განმავლობაში ტკბებოდა ბულბულის გალობით. ისე სიამოვნებდა კაცს მისი სიმღერა, რომ დახარბებულმა ერთ ღამესაც მახე დაუგო ბულბულს და დაიჭირა.

“ხომ დაგიჭირე!” – წამოიძახა მან და თან სიხარულის ცრემლები სცვიოდა. “ამიერიდან შენ მუდამ ჩემთან იქნები და მიმღერებ.”

“ბულბული არასდროს მღერის გალიაში.” – უთხრა ჩიტმა მუშას.

“თუ არ იმღერებ შეგჭამ!” – უპასუხა მუშამ მას. “ხშირად მსმენია, რომ ბულბულებს გემრიელი ხორცი აქვთ.”

“ნუ  მომკლავ, გთხოვ..” – შეევედრა მუშას ბულბული. “გამათავისუფლე და სამ რამეს გეტყვი, რომელიც ბევრად უფრო ღირებულია, ვიდრე ჩემი გამხმარი სხეული..”

მუშა დათანხმდა ბულბულს და გალიიდან გამოუშვა. ბულბული ხის ტოტზე შემოჯდა და კაცს უთხრა:

“პირველი: არასოდეს ენდო ტყვის დაპირებას. მეორე: ყოველთვის დააფასე ის, რაც გაქვს. და მესამე: სინანული ვერ დაგიბრუნებს იმას, რაც უკვე დაკარგულია…”

ამ სიტყვების შემდეგ ბულბული გაფრინდა და უკან არასოდეს დაბრუნებულა..

ეზოპე; თარგმანი: 4motivi.com

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply