ბრძენი მორდეხისა და დათა თუთაშხიას დიალოგი სიკეთის კეთების მნიშვნელობაზე

0

მორდეხ-ბატონო, შენით ცხოვრებას რომ იწყებდი, რანაირი იყო მაშინ შენი გაგება?

საშოვარი და შოვნა.

მერე?

მივხვდი მერე, არაფერი რომ არ იყო ესეც, მარა სხვაც რომ ვერ ვნახე უკეთესი საქნელი, მივყევი ბოლომდე, ვინახე ნაშოვარი და ვარ ასე აგერ, ასის შევიქნები მალე. კაი ვჭამე, კაი ვსვი, კაი ჩავიცვი და დავიხურე, ვითომ, მარა მეორე დღეს აღარ მახსოვდა ეს. ფუჭად წავიდა ყველაფერი, მორდეხი დაფიქრდა და დასძინა: რაღა მახსოვს იქიდან ახლა თუ იცი?.. მარტვილის ბაზარში ბიჭს თხა ყავდა გამოყვანილი. ისე დაძენძილ-დაფლეთილი ტანისამოსი სხვა დროს არ მინახავს არსად, იმ ბიჭს რომ ეცვა. ქვრივი დედაბერი ევაჭრებოდა ვიღაც სახადმა ოჯახი ამომიწყვიტა, შვილიშვილი დამრჩა ძუძუს ბავშვი, მისთვის მინდა ეგ თხა, დედაშვილობას გაფიცებ, სამ აბაზად მომეციო. მესამედი ფასი იყო იმ თხის ის სამი აბაზი. არაფრის გულისთვის არ თმობდა ბიჭი. მე იქ იმისთვის ვიყავი, რომ იაფად ნაყიდ ჩოხას ვყიდდი ერთს. ვაჩუქე იმ ბიჭს ის ჩოხა. მისი დაუჯერებლობა, გაკვირვება და სიხარული მახსოვს, თვალებში მაქვს ახლაც და კიდევ ის მახსოვს, ჩოხა რომ ვაჩუქე, მიცა ბიჭმა დედაბერს თხა სამ აბაზად. მომბაძა მე და მიცა.

ვცადე მაგ მე. ბევრჯერ ვცადე მაგ მე. იცი შენ ეს.

რაი, მერე?

ვისაც ჩავაცვი, მან გამხადა, სწორედ. მე თუ არა, სხვას გახადა მაინც.

რომ არ ჩაგეცვა მისთვის, გახდა თუ აგცდებოდათ ან შენ და ან იმ სხვას?

სიჩუმე ჩამოდგა მერე თუთაშხიამ მიუგო:

არ მიფიქრია მაგაზე!

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply