ბრაინ ტრეისი: როგორ აღვზარდოთ თავდაჯერებული შვილები

0

  ბედნიერი და ჯანმრთელი ბავშვის აღზრდა გაცილებით რთული საქმეა,ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

  მოგახსენებთ,რომ წლების განმავლობაში შევისწავლიდი ამ საკითხს  და ბევრი პროგრამა და გამოსვლაც მქონია ამ თემასთან დაკავშირებით.

  სანამ პირველი შვილი გამიჩნდებოდა  მანამ აღმოვაჩინე (თუმცა ახლა  ოთხი შვილი და ხუთი შვილიშვილი მყავს) რომ არსებობს განსაზღვრული გზები,  რომელთა მეშვეობითც მშობლებმა რეაგირება უნდა მოახდინონ და იურთიერთონ თავიანთ ბავშვებთან,რაც მომავალში მათი წარმატების გარანტადაც  კი შეიძლება იქცეს.

1. დაარწმუნეთ თქვენი შვილები გააჩნდეთ გარკვეული წესები

      პირველი, რასაც მშობლები ბედნიერ და თავდაჯერებულ ბავშვთან მიმართებაში აკეთებენ არის ის, რომ არწმუნებენ პატარებს სწორედ ამ წესების ქონის აუცილებლობაში. პატარებთათვის აუცილებელია გარკვეული კანონების არსებობა.

      როგორც მშობელმა, თქვენ უნდა დაამყაროთ კომუნიკაცია ,დისციპლინა და დააწესოთ მორჩილების ზღვარი.ოღონდაც, არანაირად არ უნდა აღმოჩნდეთ „დიქტატორის“ როლში..ისინი თქვენგან ხომ მზრუნველობასა და მოვლა-პატრონობას მოელიან?!~

      რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, პატარებს ქვეცნობიერად თქვენგან გარკვეული მითითებების მიღება სჭირდებათ და სურთ. ეს ფაქტორი  კი გარკვეულწილად საშუალებას აძლევთ გონებაში შეექმნან  მცირედი მონახაზი ცხოვრების მომავალი ეტაპის სტრუქტურისა. ამ გზით ისინი აანალიზებენ, თუ რისი მოლოდინი უნდა ჰქონდეთ მომავალში.

      თუმცა, ზოგიერთი მშობელი შეცდომას უშვებს,როდესაც ცდილობს მეგობრულ ურთიერთობა დაამყაროს ბავშვთან, ან არ დაუწესოს გარკვეული დირექტივები, ვინაიდან ისინი შიშობენ ამ საქციელით ბავშვში აღშფოთება არ გამოიწვიონ.

      ეს უბრალოდ მცდარი მიმართულებაა და გადამწყვეტი მომენტია შთავაგონოთ პატარებს სტაბილურობის  შეგრძნება,რომელიც მათ მოეთხოვებათ და ესაჭიროებათ.

2. მიეცით ბავშვებს საშუალება დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები

      მეორე რამ, რასაც მშობლები ბედნიერ და თავდაჯერებულ ბავშვებთან მიმართებაში აკეთებენ არის ის, რომ აძლევენ საშუალებას დამოუკიდებლად  მიიღონ გადაწყვეტილებები.როდესაც ისინი ხვდებიან თუ რა სახის „ჯილდო“ ან სასჯელი შეიძლება დაუწესდეთ მათ მიერ ჩადენილი ნებისმიერი საქციელის გამო,დამოუკიდებლად მიღებული გადაწყვეტილების ხარჯზე ისინი ხდებიან მეტად თავდაჯერებულნი, მათ აქვთ შესაძლებლობა  მხოლოდ თავად გადაწყვიტონ  და ჩამოუყალიბდეთ პასუხისმგებლობის გრძნობა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ-აუცილებელია მიაწოდოთ მითითებები და მიმართულებები. პატარებს თქვენგან აგრეთვე სიყვარული და მზრუნველობა სჭირდებათ. მნიშვნელოვანი ფაქტორია ასევე „აიძულოთ“ ისინი მოუსმინონ თქვენს მოსაზრებეს და მიყვნენ წესებს. ამ გზით ორივე მხარე ბედნიერნი დარჩებით-თქვენც და თქვენი პატარებიც.

3. ესაუბრეთ ბავშვებს პოზიტიურად 

      მესამე რამ,რასაც მშობლები თავდაჯერებულ ბავშვებთან ურთიერთობისას ითვალისწინებენ არის ის რომ მათთან საუბრის დროს იყენებენ თავდაჯერებულ მანერებს. იმ მეთოდით,რომლითაც თქვენ ბავშვებთან საუბრისას სარგებლობთ, ერთადერთი და უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მათი პიროვნების ჩამოყალიბებაში.

      თავდაჯერებულობა სწორედაც რომ საკუთარი თავის პატივისცემიდან მოდის. ამაში იგულისხმება ის, თუ რამდენად გიყვართ და პატივს სცემთ საკუთარ პიროვნებას.

      პატარებს აღზრდის პროცესში არ აქვთ თვითშეგნების განცდა. საკუთარი თავის შეცნობის უნარი უყალიბდებათ იმის და მიხედვით,თუ როგორ ეპყრობიან მათ ცხოვრებაში ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურები, როგორებიც არიან დედა და მამა. ასე რომ, თუ გსურთ ყოველთვის დიდი გავლენა მოახდინოთ თქვენს შვილებზე, ეცადეთ მუდმივად დამუხტოთ პოზიტიურად.

      არასოდეს გააკრიტიკოთ თქვენი შვილები, არასოდეს დაადანაშაულოთ  და არასოდეს წარმოთქვათ საყვედურები მათი მისამართით!

      ყოველთვის შეახსენეთ თუ რაოდენ არაჩვეულებრივნი არიან. წინა პლანზე წამოწიეთ და ეცადეთ უფრო განავითაროთ მათში არსებული დადებითი თვისებები. ყოველთვის ეცადეთ იყოთ გამგებნი,როცა კი რაიმე პრობლემა იჩენს მათ ცხოვრებაში თავს. მუდმივად შეახსენეთ თუ როგორი კარგნი და გონიერნი არიან.  ეს ყოველივე კი ისე გააკეთეთ თითქოს მათ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი მუდმივად უყალიბებს მათ ამ თვისებებს ფსიქოლოგიური საფუძვლების ხარჯზე, რაც მომავალში წაუძღვებათ  და დაეხმარებათ მიაღწიონ დამოუკიდებლობის დონეს.

      ყოველმხრივ დადებითი თვისებების მქონე ბავშვის აღზრდა შესაძლოა რთული იყოს. განსაკუთრებით,  დღევანდელ უწესრიგო სამყაროში. თუმცა, სასიხარულო ფაქტი ისაა რომ თუკი თავს არ დაზოგავთ და მუდმივად შეუწყობთ ხელს თქვენს შვილებს  მიაღწიონ წარმატებას , ამით თქვენ არამარტო მათ ჯანმრთელობას უზრუნველყოფთ, არამედ  ამით თქვენ ბედნიერებას და თავდაჯერებულობას შესძენთ მათ.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply