ბრაიან ტრეისი პოზიტიური დამოკიდებულებისა და ნიჭის შესახებ

0

წესი 80/20

თქვენი წარმატების 80% განისაზღვრება თქვენი დამოკიდებულებით და მხოლოდ 20% თქვენი შესაძლებლობებით.

განავითარეთ პოზიტიური დამოკიდებულება- პოზიტიური მენტალური დამოკიდებულება, ან კონსტრუქციული და ოპტიმისტური გზა საკუთარი თავისა და სამსახურისადმი. ამ მხიარულებისა და ენთუზიაზმის ურყევი დამოკიდებულების განვითარება თქვენი პლაცდარმია სიდიადესთვის გაყიდვების სფეროში.

შეისწავლეთ კარგად თქვენი პროდუქტი

გაყიდვების ეფექტურობის 20% დამოკიდებულია პროდუქტის ცოდნასა და გაყიდვების უნარის პროფესიონალიზმზე. მხოლოდ მაშინ, როდესაც საფუძვლიანად იცნობთ თქვენს პროდუქტსა და გაქვთ მისი წარდგენის ეფექტური მეთოდი, თქვენ გამოიწვევთ სიმშვიდესა და ნდობას, რომლებზეც დაფუძნებულია ფსიქოლოგიური განწყობა.

განაახლეთ თქვენი აზროვნების ხარისხი

თქვენი აზროვნების ხარისხი განსაზღვრავს თქვენი ცხოვრების ხარიხს. თუ თქვენ გააუმჯობესებთ თქვენი აზროვნების ხარიხს, ნებისმიერ სფეროში, მაშინ გააუმჯობესებთ თქვენს ცხოვრებას ამ სფეროში. როდესაც იყენებთ თქვენს გონებას, თქვენი ფიქრის შესაძლებლობას, თქვენ ხდებით გარემოებების შემქმნელი. თქვენ განსაზღვრავთ ყველაფერს რაც გემართებათ უბრალო ფიქრით. თქვენ არ შეიძლება იყოთ ის, ვინც ფიქრობთ რომ ხართ, მაგრამ ხართ ის, რასაც ფიქრობთ!

შეცვალეთ თქვენი გონების შინაგანი დამოკიდებულება

ყველაზე პოზიტიური ცვლილება თქვენს პიროვნებაში და თქვენი გაყიდვების შედეგებში ხდება მაშინ, როდესაც ცვლით დამოკიდებულებას საკუთარი თავისა და შესაძლებლობებისადმი. ვილიამ ჯეიმსი 1905 წელს წერდა:„ ჩემი თაობის უდიდესი რევოლუცია ინდივიდულიზმის აღმოჩენაში მდგომარეობს, გონების შინაგანი დამოკიდებულების ცვლილების დროს, ცხოვრების გარე ასპექტებიც იცვლება.“

ელოდეთ საუკეთესოს- საუკეთესო გაყიდვების აგენტს აქვს მშვიდი, თავდაჯერებული, პოზიტიური დამოკიდებულება საკუთარი თავისადმი. ის თავს მშვენივრად გრძნობს და მას აქვს რწმენა, რომ ყველაფერი რასაც აკეთებს წარმატების საწინდარია.

გულის სიღრმეში იცის, რომ საკუთარი საქმის პროფესიონალია და მისმა კლიენტებმაც იციან ეს.

სავარჯიშოები:

გთავაზობთ ორ რჩევას, რისი გაკეთებაც დაუყოვნებლივ შეგიძლიათ, რათა აამოქმოდოთ ზემოთ მოცემული იდეები:

პირველ რიგში, დაუთმეთ ერთი დღე მშვიდი, თავდაჯერებული და პოზიტიური დამოკიდებულების განვითარებისთვის თქვენი თავის, კლიენტებისა და კარიერისადმი. ელოდეთ საუკეთესოს!

მეორე რიგში, მოაქციეთ სრული კონტროლის ქვეშ თქვენი აზროვნება და კონცენტრაცია მოახდინეთ პრობლემის გადაჭრაზე. ეძებეთ კარგი ნებისმიერ სიტუაციაში. რაც არ უნდა ხდებოდეს, იყავით პოზიტიური და მხიარული.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply