ბლეზ პასკალი: “ადამიანის ნამდვილი ღირსება”

0

ადამიანი მხოლოდ ლერწამია, უმწეო ლერწამი, მაგრამ ეს ლერწამი აზროვნებს. მის გასასრესად საკმარისია ქარის შემობერვა ან წვიმის წვეთი. მაგრამ ადამიანი, თუნდაც სამყაროს მიერ გასრესილი, მაინც უფრო ღირსეულია და კეთილშობილი, ვიდრე მისი გამსრესი ძალა, ვინაიდან გრძნობს თავის აღსასრულსაც და საკუთარ უმწეობასაც სამყაროსთან შედარებით, სამყარო კი არაფერს არ გრძნობს.

ჩვენი ღირსება სივრცის დაუფლება კი არ არის, არამედ გონივრულად აზროვნების უნარია. რამდენი მიწაც არ უნდა შევიძინო, უფრო მდიდარი ვერ გავხდები, რადგან სივრცის მეშვეობით სამყარო მიმომიცავს და მშთანმთქავს მე, ხოლო აზრის მეშვეობით, მე თვითონ მოვიცავ სამყაროს.

მაშასადამე, მთელი ჩვენი ღირსება აზროვნებაა. სწორედ აზრი გვამაღლებს ჩვენ და არა დრო და სივრცე, რომლებშიაც ქრთილის მარცვლებივით ვართ ჩაკარგულნი. მაშ, ვეცადოთ ვიაზროვნოთ ღირსეულად. აი, ზნეობის საფუძველთა საფუძველი.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply