ბიჭი და ვაშლის ხე (დასაფიქრებელი ისტორია)

2
დიდი ხნის წინათ ერთ ეზოში ერთი მაღალი ვაშლის ხე იდგა. პატარა ბიჭს ძალიან უყვარდა მის ჩრდილში თამაში, მასზე აძრომა და გემრიელი ვაშლების ჭამა. ბიჭს უყვარდა ხე და ხესაც ძალიან უყვარდა ბიჭი.

გავიდა დრო და ბიჭი გაიზარდა. იგი ისე ხშირად აღარ მოდიოდა ხესთან და აღარც თამაშობდა მასთან.

ერთ დღესაც როდესაც ბიჭმა ახლოს ჩაურა ხეს,  ხემ სევდიანად შეხედა მას და უთხრა:

– მოდი ითამაშე ჩემთან…

– მე ისეთი პატარა ბავშვი აღარ ვარ და რასაც ადრე ვაკეთებდი იმას ვეღარ გავაკეთებ – უპასუხა მას ბიჭმა.უკვე სხვა სათამაშოები მაინტერესებს და ფული მჭირდება , რომ ვიყიდო ისინი.

– მაპატიე ფული არ მაქვს, მაგრამ შემიძლია ჩემი ვაშლები მოგცე, გაყიდე ისინი და იყიდე სათამაშოები – შესთავაზა ხემ მას.

ბიჭს ძალიან მოეწონა იდეა, მოკრიფა ვაშლები და წავიდა.

და ამის შემდეგ იგი დიდი ხნის განმავლობაში აღარ დაბრუნებულა და ერთ დღესაც როდესაც შემთხვევით მოხვდა ხესთან ახლოს ხემ კვლავ სთხოვა:

– მოდი ითამაშე ჩემთან…

მაპატიე დრო არ მაქვს. ოჯახს უნდა მივხედო, ცოლს , ბავშვებს. მათ ფული სჭირდებათ, ტანსაცმელი, სახლი, კარგი პირობები…

– მაპატიე სახლს ვერ მოგცემ თუმცა შეგიძლია ჩემი ტოტები წაიღო და სახლის აშენებაში გამოგადგება – მიუგო მას ხემ.

ბედნიერმა კაცმა მოჭრა ხის ტოტები და წაიღო. ხეც ბედნიერი იყო, რომ კაცს ასეთ ბედნიერს და გახარებულს ხედავდა. თუმცა კაცი კვლავ დიდი ხნის განმავლობაში არ დაბრუნებულა და ხეც კვლავ მარტო დარჩა და მოიწყინა.

და ერთი ცხელი ზაფხულის დღეს კაცი დაბრუნდა. გახარებულმა ხემ კაცს სთხოვა:

– მოდი ითამაშე ჩემთან…

– უკვე ასაკში ვარ და დასვენება მჭირდება – დაიჩივლა კაცმა. შეგიძლია ნავი მომცე, რომ შორს წავიდე დასასვენებლად?

– კარგი – უყოყმანოდ მიუგო მას ხემ. მომჭერი და ააგე ნავი. და ამის შემდეგ შეგიძლია წახვიდე სამოგზაუროდ და იგრძნო თავი ბედნიერად.

კაცმა მოჭრა ხე, ააგო ნავი და სამოგზაუროდ წავიდა. იგი დიდი წლების განმავლობაში მოგზაურობდა და როდესაც უკან დაბრუნდა ხეს მიაკითხა.

ერთდროს მაღალი ხიდან მხოლოდ კუნძი და ფესვები იყო დარჩენილი.

– მაპატიე – უთხრა კაცს ხემ. მე აღარც ჩრდილი მაქვს, აღარც ვაშლები და ვერაფრით ვეღარ შევძლებ დაგეხმარო. ახლა ჩემთან ვეღარ ითამაშებ და გაერთობი. სამწუხაროა…

– არაუშავს – მიუგო მას კაცმა.

– მე აღარც კბილები მაქვს, რომ ვაშლი ვჭამო და აღარც იმდენი ენერგია, რომ შენს გარშემო ვითამაშო…

– ჩემგან მხოლოდ სიცოცხლე მიმქრალიფესვები დარჩა – კვლავ დაიჩივლა ხემ.

– თუმცა ესეც საკმარისია. მე ადგილი მჭირდება სადაც ჩამოვჯდები და დავისვენებ – მიუგო მას კაცმა.

– მაშ ძალიან კარგი, ჩამოჯექი და დაისვენე – მიუგო კაცს გახარებულმა ხემ.

კაცი ჩამოჯდა და ხეს ბედნიერების ცრემლები სდიოდა…


ხის ამბავი ძალიან ჰგავს უამრავი მშობლის ისტორიას… როდესაც პატარები ვართ ძალიან გვიყვარს მათთან თამაში, ვიზრდებით და ვტოვებთ მათ… და ვუბრუნდებით მხოლოდ მაშინ, როდესაც რაღაც გვჭირდება ანდა რაიმე გასაჭირში ვართ…

მიუხედავად ამისა, მშობლები მუდამ სიხარულით გვაძლევენ ყველაფერს რაც აქვთ და ბედნიერები არიან, რომ მათთან მივდივართ …

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Discussion2 კომენტარი

Leave A Reply