კურსი ბიზნეს ანალიტიკა – მართვის აკადემია

0
ფასდაკლების მისაღებად გაიარეთ

კურსის სტანდარტული ღირებულება: 960 ლარი;

ფასდაკლება რეგისტრაციის შემდეგ: -20% ;

ღირებულება ფასდაკლების შემდეგ: 815 ლარი;

კურსი განკუთვნილია კომპანიებში მომუშავე თანამშრომლებისთვის, რომლებიც ავითარებენ პროდუქტებს და გადიან გზას პროდუქტის იდეიდან მის დანერგვამდე. ასევე თანამშრომლებისთვის, რომლებიც მონაწილეობას იღებენ პროდუქტის შექმნის რომელიმე ფაზაში ან მათ შეეხებათ დანერგილი ცვლილება.

კურსიდან განსაკუთრებულ სარგებელს მიიღებენ: ბიზნეს ანალიტიკოსები, პროექტის მენეჯერები, პროდუქტის მენეჯერები, ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერები, რისკების მენეჯერები, პროცედურებზე და ბიზნეს პროცესებზე პასუხისმგებელი პირები, აიტი განყოფილების უფროსები

კურსი შედგება 4 ძირითადი მოდულისგან:

პირველი მოდული

ბიზნეს ქეისი – პროდუქტის მომგებიანობა – ასწავლის მსმენელებს თუ რა ეტაპებს უნდა გადიოდეს პროდუქტის იდეა საბოლოო გადაწყვეტილების (შესრულება/არ შესრულების) მიღებამდე, როგორ უნდა მოხდეს სარგებლის და პოტენციური რისკების გაანალიზება და დაანგარიშება; ასევე განიხილება გადაწყვეტილების მიღების მეთოდები და მეთოდოლოგიები;

მეორე მოდული

ამოცანის ჩამოყალიბებაფუნქციური და ტექნიკური დავალება – იხილავს თუ როგორ უნდა მოხდეს დამტკიცებული პროდუქტის დეტალური აღწერა, რათა მოხდეს შესაბამისი პროექტის ინიცირება, შემდგომ ფუნქციური და ტექნიკური დავალებების შექმნა აიტი სამუშაოების დასაგეგმად და შესაბამისი ცვლილებების განსახორციელებლად (ეს შესაძლებელია იყოს კომპანიის შიდა პროცედურები, ტრენინგები, შესაბამისი კომუნიკაცია, მარკეტინგული აქტივობები და სხვა); ასევე მოდულის ფარგლებში განიხილება სატენდერო დოკუმენტაციის მომზადების ეტაპები და ბიზნეს ანალიტიკოსის როლი ამ პროცესში.

მესამე მოდული

შესრულება – განიხილავს იმ ეტაპს, როდესაც დამტკიცებული პროდუქტის ტექნიკური დავალების შესაბამისად სხვადასხვა სამსახურები ასრულებენ შეთანხმებულ სამუშაოებს, თუ რა არის ამ ეტაპის ფარგლებში ბიზნეს ანალიტიკოსის როლი, რა არის ამ ეტაპის მთავარი სირთულეები და შეზღუდვები. ძირითადი აქცენტი გაკეთებულია ტესტირების მართვაზე  და თავდაპირველი ამოცანის ცვლილებების მართვაზე.

მეოთხე მოდული

პროდუქტის ჩაშვება ექსპლუატაციაში – ტექნიკური ცვლილებების დანერგვის შემდეგ პროექტი დამთავრებული არ არის. სწორედ ამ ეტაპზე, ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნეს ანალიტიკოსის ჩართულობა და მისი მხარდაჭერა. მოდული განიხილავს დანერგვის შემდგომ ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქტის საბოლოო გაშვებას.

ყველა მონაწილე მიიღებს შესაბამის სერტიფიკატს.

ტრენერები:

მარიკა კლდიაშვილი

ვანო ნადირაძე

 

გაზიარება:
ფასდაკლების მისაღებად გაიარეთ
Loading Facebook Comments ...

Leave A Reply