ბიზნესი როგორც ,,შემოქმედებითი წვა“

0

,,მხოლოდ ქმნადობის სურვილი და თავგადასავლებისა და გამარჯვებებისკენ დაუძლეველი სწრაფვა ანიჭებს ადამიანს უზენაეს ბედნიერებას” – ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ეს ცნობილი გამონათქვამი გახდა ერთგვარი სულისჩამდგმელი იდეისა, რომ დაარსებულიყო კომპანია, რომელიც იქნებოდა აუცილებლად განსხვავებული ხედვებით, მუშაობის თანამედროვე სტილით, მომხმარებელთან დამოკიდებულების განსხვავებული ხარისხით და იტყოდა ახალ სიტყვას ბაზარზე.

გიფიქრიათ რამდენ რამეს შექმნიდით, რომ გქონდეთ სრული თავისუფლება დროში, არ გქონდეთ შიში უხელფასობის, არ აკეთებდეთ საქმეს რომელიც არ მოგწონთ? დაფიქრებულხართ როდის ვერ გრძნობთ როგორ გადის დრო, როდის ვერ გრძნობთ ბუნებრივ მოთხოვნილებას მაგალითად შიმშილს, როდის ხართ მუდმივად ,,გართული“ თქვენს ფიქრებში? მაშინ როდესაც აკეთებთ თქვენთვის საინტერესო და საყვარელ საქმეს, მაშინ როდესაც სიტყვა ,,იძულება“ თქვენს პროფესიულ საქმიანობაში უცხო ხდება.  ,,შემოქმედებითი წვა“ ასე დავარქვით ამ პროცესს კომპანია ,,ჯენერალ ბონდ“-ში და სრული შემართებით დავიწყეთ აქტიური მუშაობა საერთო მიზნის მისაღწევად.

მიზანი ერთია: გვინდა ადამიანებმა აკეთონ საქმე, რომლის ნიჭიც ბუნებრივად აქვთ, აკეთონ საქმე, რომლითაც იქნებიან გაცილებით პროდუქტიულნი ვიდრე ამჟამად არიან მიმდინარე სამსახურებში, ჰქონდეთ მუდმივი სწრაფვა განვითარებისა, ჰქონდეთ სრული თავისუფლება იაზროვნონ, გამოთქვან იდეები, ისწავლონ საკუთარი პოზიციების გამოხატვა და დაცვა არგუმენტირებულად, აიმაღლონ კვალიფიკაცია და შესაბამისად თვითშეფასება.

ჩვენს რეალობაში სამწუხაროდ მომხმარებელთან ურთიერთობის და მომსახურების ხარისხი ხშირ შემთხვევაში დაბალია. ამას ახსნაც აქვს – ამბობენ, რომ მათი მუშაობის ხარისხი პირდაპირპროპორციულია მათი ანაზღაურებისა. კომპანია ,,ჯენერალ ბონდ“-ში მსგავსი დამოკიდებულება მიღებული არა არის.

ჩვენ გვაქვს სლოგანი ,,ოქროს ხარისხი“, რაც ნიშნავს გავაკეთოთ მაქსიმუმი, რათა თითქმის არ გვყავდეს უკმაყოფილო მომხმარებელი. ჩვენი კომპანია მზად არის მუშაობით გაიღოს გაცილებით მეტი არამატერიალური სიკეთე, ვიდრე ამის სანაცვლოდ მიიღებს მატერიალურ მოგებას და რამდენადაც უჩვეულოდ უნდა ჟღერდეს ასეა. აქ ხარისხი პირველია პრიორიტეტებში და უკლებლივ ყველა თანამშრომელი ორიენტირებულია საქმის მაღალი ხარისხით შესრულებაზე.

რას აკეთებს კომპანია ,,ჯენერლ ბონდ“? უწევს სატენდერო და იურიდიულ მომსახურებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. სახელმწიფო შესყიდვები ცოტათი უცხო და ბუნდოვანი სფეროა იმ კომპანიებისათვის, რომელთაც არ ჰქონიათ გამოცდილება სახელმწიფო  ტენდერებში მონაწილეობის. იურიდიული კონსულტაცია კი თითქმის ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საჭირო მომსახურების სახეა ყოველდღიურ ცხოვრებაში. შესაბამისად მოთხოვნა ბაზარზე მსგავსი ტიპის მომსახურებისა არსებობს, თუმცა ნაკლებად არსებობს კმაყოფილი მომხმარებლები სხვა ამ სფეროში მოღვაწე კომპანიებში მიღებული მომსახურებით.

ჩვენს კომპანიას ასევე აქვს სხვა კომპანიებისაგან გასხვავებული ხედვა, რასაც პირობითად შეიძლება ,,სტერეოტიპების მსხვრევაც“ კი დავარქვათ. მაგალითად ის მოსაზრება, რომ ,,უფროსი ან რომელიმე სხვა თანამშრომელი ყოველთვის მართალია“- ჩვენთან მიღებული არ არის. მართალია სწორი აზრი, რომელიც მსჯელობის და განხილვის შედეგად მიიღება და საკუთარი აზრის გამოხატვის თანაბარი უფლება აქვს ყველას.

ასევე ამ დროისათვის დამკვიდრებული პრაქტიკა, რომ ერთ ადამიანს უწევს რამდენიმე სხვა პოზიციის ფუნქციების შეთავსება, ჩვენთვის მიუღებელია.

ასევე დღეს ჩვენს დასაქმების სფეროში არსებული სტანდარტი, რომ უმაღლესი განათლება აუცილებელი მოთხოვნაა ნებისმიერი ვაკანტური ადგილის დასაკავებლად, ჩვენთან არ არის მიღებული. ჩვენი კომპანია აიღებს იმ ფუნქცის, რასაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უნდა იღებდეს წესით და ვიდრე მიიღებენ სტუდენტები უმაღლეს განათლებას, მათ ექნებათ ხელფასიანი სტაჟირების გავლის საშუალება – იმ შემთხვევაში თუ რა თქმა უნდა მათი მხრიდან იქნება მონდომება, მათი სწავლის ხარისხი და პიროვნული უნარ-ჩვევები შეუწყობენ ხელს სხვადასხვა დავალების შესრულებაში.

იგეგმება ასევე სხვადასხვა ტიპის ისეთი აქტივობები, როგორიც ჯერ არცერთი კერძო კომპანიის მიერ არ განხორციელებულა ჩვენს ქვეყანაში და ვიქნებით პირველები. აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას და ჩვენი კომპანია თავად გაუწევს ორგანიზებას საქველმოქმედო ხასიათის ღონისძიებებს. დავუჭერთ მხარს ყველა ისეთ პროექტს, რომელშიც შესაძლებელი იქნება ჩავერთოთ ჩვენი ძალებით და ამით მოვუტანოთ სარგებელი ჩვენს მოსახლეობას და ჩვენს ქვეყანას.

კომპანია ,,ჯენერალ ბონდ“-ში ქმნადობის სურვილით ხვდებიან, ყველა ვქმნით ჩვენ ჩვენს წილ სიკეთეს სხვა ადამიანებისათვის და ამით ვაღწევთ უზენაეს ბედნიერებას. გისურვებთ თქვენც!

,,ჯენერალ ბონდ“-ის გუნდი

ავტორი: ვიკა ლომიძე

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply