ბედნიერი VS უბედური

0

“მათი სამყარო ვინც ბედნიერია მკვეთრად განსხვავდება მათისაგან ვინც უბედურია” – ლუდვიგ უიტგენსტეინი.

“მხოლოდ გონებაშია ბედნიერებისა და უბედურების წყარო” – ბუდა

“ბედნიერება გონების ჰარმონიაა. უბედურება კი დისჰარმონია გონებაში” – ჯეიმს ალენი

ბედნიერი vs უბედური
უბედური
1. ნეგატიური შეხედულებები
“ჩვენი უბედურების ერთადერთი მიზეზი არსებობს: ჩვენივე მცდარი რწმენა და შეხედულებები საგნებსა და მოვლენებზე” – ანტონი დე მელო
2.სტრესული ცხოვრება
“სტრესი არ არსებობს.მხოლოდ ადამიანები ფიქრობენ სტრესული ფიქრებით და შემდეგ მათი მიხედვით მოქმედებენ” – ვაინ დაიერი
3.სძულს თავისი სამუშაო
“ერთადერთი გზა, რომ კარიერაში წარმატებას მიაღწიოთ არის ის, რომ აკეთოთ ის რისი კეთებაც გსიამოვნებთ. თუ ჯერ არ გიპოვიათ ასეთი საქმე, გააგრძელეთ ძებნა. ნუ შეჩერდებით! – სტივ ჯობსი
4.ნერვიული, აგრესიული
“როდესაც ცდილობ ადამიანს უხეშად მოექცე ამით მხოლოდ გზას უხსნი მას, რომ გული გატკინოს” – ენდი რუნი
5.ეშინია ცვლილებების
“ყოველთვის უნდა შევძლოთ ნაბიჯის გადადგმა და გადაწყვეტილების მიღებისა არ უნდა შეგვეშინდეს” – პაოლო კოელიო
6. ელოდება რაღაცას რაც მას ბედნიერებას მოუტანს
“გახსოვდეთ, რომ ბედნიერება დამოკიდებულია არაა იმაზე, თუ ვინ ხართ ან რა გაგაჩნიათ. იგი შედეგია იმისა, თუ თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფრის შესახებ” – დეილ კარნეგი
ბედნიერი
1.პოზიტიური შეხედულებანი.
“ის ფაქტი, რომ ნებისმიერ მოვლენაში არის რაღაც პოზიტიური, უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს” – დალაი ლამა
2.შემოქმედებითი, ინოვაციური
“ბედნიერება უწყვეტი შემოქმედებითი საქმიანობაა” – ბაბა ამტე
3.უყვარს ის რასაც აკეთებს
“წარმატების მწვერვალი არის გონების სიმშვიდის, სიამოვნებისა და ბედნიერების უმაღლესი ფორმა. და ამ მწვერვალს აღწევენ მხოლოდ ის ადამიანები, რომელთაც იპოვეს საქმე, რომელიც ყველაზე მეტად უყვართ” – ნაპოლეონ ჰილი
4.მშვიდი, მიმტევებელი
“დაივიწყე ჭრილობები, მაგრამ ნუ დაივიწყებ სიკეთეს” – კონფუცი
5.უყვარს პოზიტიური ცვლილებები
“კარი გაუღეთ პოზიტიურ ცვლილებებს, ეს ერთ–ერთი გზაა ბედნიერებისაკენ” – დალაი ლამა
6.ბედნიერად გრძნობს თავს და ცხოვრების ყოველი წამისაგან სიამოვნებას იღებს
ამქვეყნად არავის და არაფერს არ შეუძლია გახადოს ჩემი ყოველი დღე ბედნიერი ან უბედური. მხოლოდ მე მხოლოდ მე შემიძლია გავაკეთო ეს. გუშინდელი დღე გავიდა და ხვალინდელი კი ჯერ არ დამდგარა. რაც ვიცი ისაა, რომ მე დღეს ერთი დღე მაქვს, უბრალოდ ერთი დღე, დღევანდელი დღე და მსურს, რომ ბედნიერი ვიყო ამ დღეს! ! !

კომენტარები

შეთავაზებები

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply