ბედნიერების დროა !

0

ბავშვობაში ვამბობთ: 

ბედნიერები ვიქნებით მაშინ , როდესაც გავიზრდებით და ჩვენი სამსახური, ოჯახი და გვერდში მდგომი საყვარელი ადამიანი გვეყოლება.
ვიზრდებით და ვამბობთ:
მაშინ ვიქნები ბედნიერი, როდესაც მას ვეყვარები, დავქორწინდებით და ერთი ოჯახი გვექნება.
ვქორწინდებით და ვფიქრობთ: 
მაშინ გავხდებით ბედნიერები, როდესაც შვილები გვეყოლება.
გვყავს შვილები და ვამბობთ:
ბედნიერი ვიქნები, როცა მექნება შესაძლებლობა, რომ უზრუნველვყო მათი მომავალი.და ეს სია უსასრულოდ გრძელდება: გვექნება უკეთესი სამუშაო, ბევრი ფული, უკეთესი ავტომობილი, უკეთეს სახლში ვიცხოვრებთ, გვექნება დრო და ფული იმისათვის, რომ სამოგზაუროდ წავიდეთ ჩვენს საოცნებო ადგილას… და სწორედ მაშინ დადგება ჩვენი ბედნიერების დრო, როდესაც ამ ყველაფერს მოვახერხებთ…

სიმართლე კი სულ სხვაა.
რ არსებობს უკეთესი დრო ბედნიერებისათვის, ვიდრე ეს დღე, ეს წუთი და წამია..!

ახლა თუ არა, მაშ როდის? ნეტავ ვინმეს თუ აქვს ილუზია, რომ ცხოვრებაში საზრუნავი და პრობლემები დაილევა?!

“ადრე მიმაჩნდა, რომ ჩემი ცხოვრება ორი ცნებისა და ეტაპისაგან შედგებოდა:
1.ჩემი ცხოვრება” და 2. ,, ჩემი ნამდვილი ცხოვრება”.
“ჩემი ცხოვრება” იყო, ის რაც ახლა ხდებოდა. “ჩემი ნამდვილი ცხოვრება” კი დაიწყებოდა მაშინ, როცა ყველა პრობლემასა და წინააღმდეგობას დავძლევდი.
ე.წ ჩემი ნამდვილი, საოცნებო ცხოვრებისაკენ მიმავალ გზაზე წინ  მუდამ უამრავი დაბრკოლება მხვდებოდა: პრობლემები ოჯახსა და ბიზნესში, სამსახური და ვალები.. და ეს პროცესი არასოდეს წყდებოდა.
ბოლოს მივხვდი, რომ სწორედ ეს პრობლემები და წინააღმდეგობები იყო “ჩემი ნამდვილი ცხოვრება” – ალფრედ დ. სოუსა.

ეძებეთ ბედნიერება თქვენში და არა სხვაგან..  გახსოვდეთ, დრო არავის ელოდება და რაც მეტ დროს ვუთმობთ ბედნიერების ძებნას იქ, სადაც არ არის, მით უფრო ნაკლები დრო გვრჩება ვისიამოვნოთ მისით. ახლავე დაიწყეთ ფიქრი ამაზე და გახსოვდეთ, რომ
უკვე
სწორედ ახლა
ამ წამს
ბედნიერების დროა!
გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply