ბედის სიყვარული – ანუ ფრიდრიხ ნიცშე ბედნიერების შესახებ

1

ცხოვრების ერთ-ერთ მომენტში ნიცშე მივიდა იდეამდე, რომელსაც შემდგომში “საკუთარი ბედის სიყვარული უწოდა” (Amor Fati).

იდეა თავისთავში გულისხმობს  იმას, რომ რაც არ უნდა მოხდეს თქვენს ცხოვრებაში და რაც არ უნდა გადაგხდეთ თავს, თქვენ მას აუცილებლობად მიიჩნევთ და ამბობთ “მე ეს მჭირდება”. შეიძლება ახლა ზემოთ თქმული სისულელედაც მოგეჩვენოთ, თუმცა “ბედის სიყვარული” გვასწავლის, რომ საჭიროა ყოველ დაბრკოლებაში პოზიტივი, გამოწვევა და პიროვნული ზრის შესაძლებლობა ვეძებოთ.

არ იფიქროთ,რომ ბედის სიყვარული მასთან შეგუებას გულისხმობს. პირიქით, თუ თქვენს პრობლემას სიყვარულით შეხედავთ და არა იმედგაცრუებით – აუცილებლად აღმოაჩენთ საკუთარ თავში მის დასაძლევად საჭირო ძალას. ამის შემდეგ კი თქვენს მიერ დაძლეული ყოველი დაბრკოლება წინ გადადგმული ნაბიჯი და პიროვნული თვისებების განმტკიცებისა და შესაბამისად თქვენი ცხოვრების გაუმჯობესების საწინდარი გახდება.

და ბოლოს, როდესაც უკან მოიხედავთ და თქვენი ცხოვრების განვლილ წამებს გადაავლებთ თვალს დაინახავთ, რომ ყველა დიდი დაბრკოლება და მარცხი, რომელთაც იმედგაცრუება სდევდათ თან, მართლაც ის ფაქტორები იყო, რომელმაც თქვენი შემდგომი ბედნიერება განაპირობა..

4motivi.com

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Discussion1 კომენტარი

Leave A Reply