“ბედის ვარსკვლავის ბრალია”- შესაძლო გაგრძელება

2

ჯონ გრინის ამ წიგნმა უკვე მილიონობით ადამიანის გული დაიპყრო, მსოფლიოს ბესთსელერი გახდა და მისი ეკრანიზაციაც გამოვიდა რომელსაც 11 სექტემბრიდან საქართველოს კინოთეატრებში ვიხილავთ. ვისაც რომანტიკული მელოდრამები უყვარს ეს წიგნი/ფილმი სწორედ მისთვისაა ზედგამოჭრილი. წიგნის წაკითხვამ ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ცოტახნის წინ ამ წიგნზე “ტვიტერში” ვათვალიერებდი ინფორმაციას და ასეთ პოსტს გადავაწყდი რომელსაც ათასობით “რეტვიტი” და “ფავორიტი” ჰქონდა… ეს მხოლოდ მის შემდეგ უნდა წაიკითხოთ, როდესაც ან ფილმს ნახავთ ან წიგნს წაიკითხავთ… http://mundostudios.ge/movie/2082-the-fault-in-our-stars-bedis-varskvlavis-bralia.html

“სანამ აუგუსტუსი მოკვდებოდა, გეგმა შეიმუშავა. საბუთებზე მშობლებსაც მოაწერინა ხელი და გამოკვლევებიც ჩაიტარა. მისი სიკვდილის შემდეგ ჰეზელმა საავადმყოფოდან მიიღო ცნობა, რომ უფასოდ მიეღო ახალი ფილტვები და ამით სიცოცხლე შეენარჩუნებინა, მან ეს ოპერაცია უსიტყვოდ გაიკეთა, ძალიან უხაროდა სიცოცხლის შანსი რომ მიეცა. ჰეზელმა სიმართლე მხოლოდ ოპერაციის შემდეგ გაიგო, ფილტვები რომლებიც მას შეუცვალეს აუგუსტუსის ყოფილა. მან იცოდა, რომ ვერასდროს ვერ იცხოვრებდა ჰეზელთან ერთად, მაგრამ ის ყოველთვის მასთან ერთად იქნებოდა.”

ზუსტად ვერ გეტყვით ეს რომელიმე თაყვანისმცემლის დაწერილია თუ თავად ავტორმა გაგვანდო თუ როგორი ბედი ეწეოდა მეორე მთავარ პერსონაჟ ჰეზელს, და არ მოიქცა ისე როგორც მისი წიგნის ერთ-ერთი პერსონაჟი პიტერ ვან ჰაუტენი, რომელიც ფილმში დაუსრულებელი წიგნის “უზენაესი განსაცდელის” ავტორია. და გაგვანდო მთავარი პერსონაჟის ბედი. მაგრამ ამ ფაქტის წაკითხვამ ჩემზე დიდი ზეგავლინა მოახდინა, და მუზა მომივიდა დამეწერა ჰეზელის ცხოვრების განვითარება ამ ფაქტის გაგების შემდეგ…

“Throught I am breathing in and I am breathing out I am wide awake, but I can’t hear a sound, throught I am breathing in, I can’t think about,another you, another me, another now. Sitting here all alone, don’t wanna, move, nowhere to go, nothing’s real, I just wanna hide, cause you’re not here… “ ( იმის მიუხედავად, რომ შემიძლია ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა, მე მღვიძავს, მაგრამ არ მესმის არაფერი, იმის მიუხედავად, რომ მე შემიძლია ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა, მე ვერ ვფიქრობ სხვა შენზე, სხვა ჩემზე, სხვა ახლანდელ დროზე. ვზივარ სულ მარტო, არ მინდა მოძრაობა, არსად წასვლა, ყველაფერი არარეალურია, მინდა დამალვა, რადგან შენ არ ხარ ჩემთან.) კატე ალეხა-ს ამ სიმღერას (ანოტჰერ ნოწ- ს) უსმენდა ჰეზელი, როდესაც სიმღერის უკანასკნელი სიტყვების გაგონებაზე, მან გამორთო ის, ცრემლები მოიწმინდა, მიიღო მტკიცე სახე, თითქოს, ისეთი რამის გასაკეთებლად მოემზადა, რომლის სიზუსტეშიც ისე იყო დარწმუნებული, როგორც არასდროს არაფერში ყოფილა.

ჰეზელი წავიდა სახლიდან, ღამე იყო 23:30. შევიდა სადღეღამისო სუპერმარკეტს და აეროზოლი საღებავები იყიდა. შემდეგ წავიდა იმ ტაძარში, სადაც “თანაგრძნობის წრეზე” დადიოდა. მივიდა იესოს გულთან, ამოიღო საღებავები და ხატვას შეუდგა. დიდიხანი გაგრძელდა ეს პროცესი საბოლოოდ კი ასეთი სურათი მიიღო.

ოქეი

Augustus (gas) waters

მე უვარგისი ადამიანი ვარ, და ასევე უვარგისი მხატვარი. შენ არ ვიცი როგორი მხატვარი ხარ, მაგრამ არაჩვეულებრივი ადამიანი. მიუხედავად ყველაფრისა ჩვენ მაინც კარგი გუნდი ვართ. უვარგისი ადამიანი ვარ, რომ ვერ ვაფასებდი შენს სუიციდურ დამოკიდებულებას ვიდეო თამაშების მიმართ. რომ ვერ ვიგებდი, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო შენთვის სხვისი სიცოცხლე და მზად იყავი საკუთარი სიცოცხლე გაგეწირა თუნდაც სხვისთვის წუთი მოგეპოვებინა და ამაზე წამითაც არ ნანობდი. საშინელი ადამიანი ვარ, რომ ვერ გავიაზრე შენი დამოკიდებულება იმის მიმართ, რასაც ფიქრობდი რომ “ თუ სიცოცხლით რაღაც შენზე დიდს არ ემსახურები, რაღაც შენზე დიდის სამსახურში მაინც უნდა მოკვდე”. ჰეზელი მუხლდაჩოქილი ტიროდა, ისე წარმოთქვამდა ამ სიტყვებს.

გავიდა დრო, და ჰეზელმა განვითარებული მოვლენები ერთმანეთს დაუკავშირა. ნელ-ნელა საღ და დალაგებულ გონებაზე დაფიქრდა და ბევრ რამეს მიხვდა, რომელიც გაუადვილებდა ცხოვრებას.

პირველ რიგში, მან თავისი ნახატით “იესოს გულში” აუგუსტუსის სახელი თოთხმეტზე გაცილებით მეტ ადამიანს დაამახსოვრებინა, რადგან “თანაგრძნობის წრეზე”, როდესაც მიდიოდნენ და ინტერესდებოდნენ ამ ნახატის ისტორიით, პატრიკი მათ უყვებოდა ჰეზელის და გასის სიყვარულის ამბავს. აუგუსტუსს დიდხანს არ დაივიწყებდნენ. ჰეზელმა ამოტვიფრა იესოს გულში ღრუბლებში მოციმციმე ადამიანი, რომელმაც სიკვდილი მოუსწრაფა საკუთარ თავს, რათა სხვისი გაეგრძელებინა.

ჰეზელმა ისიც გაიაზრა, რომ მისი არსებობით აუგუსტუსს ოცნება აუხდინა, რათა მისი სიკვდილი ფასეული ყოფილიყო. ასევე ჰეზელისთვის გაბათილდა ის სიტყვები რომელიც “უზენაესი განსაცდელიდან” უთხრა გასს, რომ “ ჩვენი თანამედროვენი, ჩართულნი არიან იმ ბრძოლებში, სადაც, ფასეულს არავინ არაფერს კარგავს, გარდა საკუთარი სიცოცხლისა”. აუგუსტუსი ჩართული იყო ამ ბრძოლაში, ის ნაღმი იყო, აფეთქდა, თუმცა იმის მაგივრად, რომ ვინმე ემსხვერპლა, პირიქით, სიცოცხლე შეანარჩუნა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აუგუსტუსმა ნამდვილი სიყვარულისთვის დამახასიათებელი პირობა შეასრულა, რომ ის ყოველთვის ჰეზელთან იქნებოდა და არასდროს მიატოვებდა. გასი არა მხოლოდ , მასთან იყო, არამედ მასში ცხოვრობდა და ასე იქნებოდა სიცოცხლის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე.

ავტორი: ნინი სირაძე

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Discussion2 კომენტარი

  1. tavida heielzs vetanxmebodi ” gardauvali ikneba daviwyeba ” magram am nawarmoebis gagrdzelebam srulaid shemicvala azrii .. miuxedavad imisa rom shen daviwyeba gardauvalia shen shegidzlia gaacno daaamaxsovrebino tavi, sheuyvarde da sheucvalo xaxlxs azrovnba ise ro coocxalic ar iyo .. magram sxvas roms ar gaegoo masze heizel yoveltvis emaxsovrebooda …. dzan momewona ….

Leave A Reply