Connect with us

სიყვარული და ურთიერთობები

ბებო აქ არია – ჩემს სამყაროში,ჩემს გულში

ბებო აქ არია – ჩემს სამყაროში,ჩემს გულში

საოცარი ადამიანი იყო ჩემი ბებია,როგორც თითოეული თქვენგანის ბებო, მასაც დაშაქრული ხელები ჰქონდა.თბილი,როგორც მზე..მაგრამ ყველასგან განსხვავებული და გამორჩეული იყო..ამიტომ ახლა, ზუსტად ვიცი, მისი გარდაცვალების შემდეგ ისეთი სიცარიელე დადგა სამყაროში რომ დღემდე ვფიქრობ სად შეიძლებოდა წასულიყო ბებო..ზუსტად ვიცი, რომ არც ყვავილებად ქცეულა,არც მინდვრის ბალახებს შერევია მისი სული,არც ფრინველად ქცეულა და არც თეთრ ღრუბლებში დაუდევს ბინა..

როცა ბებო გარდაიცვალა დიდხანს ვტიროდი..სახლის უკან ვიყავი დამალული და გული მეწურებოდა,რადგან ვიცოდი ამიერიდან ვერაფერში ვიპოვიდი მას. ამიტომ აღარც ღრუბლებში ვიყურებოდი და რომ წარმოვიდგენდი  აღარავინ დამელოდებოდა სკოლიდან უკან მომავალ გზაზე, ცრემლები ღაპა–ღუპით მომდიოდა..

მერე დრო გავიდა და გულში შევინახე ეს ტკივილი,მაგრამ დღემდე ვერ მიპოვია პასუხი კითხვაზე, სად შეიძლება იყოს ახლა ჩემი ბებო? ვიცი იქ არ არის,სადაც ანგელოზები უგალობენ უფალს,არც იქ,სადაც მარადიული სატანჯველია,რადგან ბებომ ამ მიწაზე იტანჯა საკმარისად.სამოთხის არსებობა კი არ სჯეროდა და რაც არ გჯერა იქ ვერც შეძლებ ყოფნას..ამიტომ ხშირად ვფიქრობ, სად შეიძლება წასულიყო სიმართლის მოყვარული ქალბატონი?ადამიანი,რომელსაც არ ვიცი უყვარდა თუ არა მზე,არ ვიცი უყვარდა თუ არა ყვავილები,ღრუბლები და ოკეანეები,რადგან ინჟინერი იყო და დღე და ღამე ნახაზებს ჩაჰკირკიტებდა,ხოლო მას შემდეგ რაც პენსიაში გავიდა,სახლს ალაგებდა ყოველ დღე.სადილს უმზადებდა ბაბუაჩემს და ასე გაჰქონდა დღეები…

ამიტომ, ყოველთვის, როდესაც ბებოჩემთან მინდება შეხვედრა, სახლის უკან მივდივარ და ჩემს თავს ვესაუბრები – ჩემს გულში ვიხედები და მაშინ ვხვდები ბებო აქ არის – ჩემს სამყაროში,ჩემს გულში..

გაზიარება:
კითხვის გაგრძელება
რეკლამა
რედაქტორი გირჩევთ:

მიყვარს წერა. ვოცნებობ გავხდე მწერალი.

Loading Facebook Comments ...

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სხვა სიახლეები ამავე კატეგორიიდან: სიყვარული და ურთიერთობები

წერილები

სიყვარული და ურთიერთობები

მამაკაცის წერილი ქალის შესახებ

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

ანტუან დე სანტ ეგზიუპერის წერილი დედას

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

წერილი მამას

ავტორი: მარტი 5, 2017

ცხოვრება

ფრანც კაფკა და პატარა გოგონა

ავტორი: სექტემბერი 27, 2016

ამონარიდები

ამონარიდები ვან გოგის წერილებიდან

ავტორი: სექტემბერი 11, 2016
ზემოთ