ბალახებით სავსე ჩანთა

0
წერილი,რომელიც რამდენიმე დღის წინ გამომიქვეყნეთ,უზომო სიხარულის მომტანი აღმოჩნდა ჩემთვის.ყველა ჩემს მეგობარს მივწერე, ამ ამბის შესახებ და ემოციებს ვერ ვმალავდი.მეორე დილით კი ,როდესაც კომპიუტერს მივუჯექი,მივხვდი ,ისევ მინდოდა მომეწერა თქვენთვის.მოსაყოლი ბევრი მაქვს,მაგრამ ჩემი თხრობა საინტერესო უნდა იყოს,არ მინდა ხელიდან გავუშვა შანსი,რომელიც თქვენ მომეცით. გადავავლე თვალი ჩემს ნაწერებს და მივხვდი, ამბები ჩემი სევდის შესახებ,არავის დააინტერესებს.საჭიროა მეტი ოპტიმიზმი,მეტი ნათელი ფერები და ისეთი,რამის შექმნა,რაც ერთმანეთის რწმენას შეგვმატებს.
ვიცი, ბევრი,რომ არაფერი გამაჩნია.ერთი, უბრალო, ბალახებით სავსე ჩანთა მაქვს,რომელსაც ყველგან თან დავათრევ.ვცდილობ ,საინტერესო და მნიშვნელოვანი ამბები მოვიძიო და მერე იმაზე ფიქრით ვიტკიებ თავს,როგორ დავწერო კარგი პოსტი,რომ ინტერნეტის უფრო მეტმა მომხმარებელმა დააშეაროს მეთქი.ამ ფიქრებსა და თეთრად გათენებულ ღამეებში კი, მთავარი შეუმჩნეველი მრჩება.
ნუთუ მხოლოდ იმიტომ მჭირდება წარმატება,რომ მშობლებს,ახლობლებს და შეყვარებულს დავუმტკიცო,რომ ”მაგარი გოგო” ვარ?ნუთუ საყვარელ საქმეს,მხოლოდ სხვების დასანახად ვაკეთებ?არაფერს მომცემს გამუდმებით იმაზე ფიქრი,მომიტანს თუ არა წარმატებას ეს ყველაფერი.
მთავარი,რაც არის ვიცი,მაგრამ თავს ვიტყუებ, თითქოს, ამის, არაფერი გამეგება.მნიშვნელოვანი ის არის,იმის შესახებ წერო,რაც თავად გსურს,რაც გულიდან მოდის.არ შეგაფერხოს იმაზე ფიქრმა,რომ შენს უკან დგას ინტელექტუალური მკითხველი და გამოცდილი, რედაქციის ჯგუფი.შენ უნდა იყო ისეთი,როგორიც სინამდვილეში ხარ! შენი გონება ხომ , ათასი. საინტერესო აზრებით არის სავსე და ბალახებით სავსე ჩანთას ,თან კი არ დაათრევ,პირიქით ყველგან თან დაატარებ.სხვადასხვა, ფერად ყვავილებსა და ოცენებებს აწყობ შიგ და ბედნიერი ხარ.შინ დაბრუნებული კი იმას შესახებ წერ ,რაც თავად გსურს და მთავარი,ის კი არ არის,რამდენი ადამიანი დაალაიქებს შენს ბლოგს,მთავარია რას ნიშნავს შენთვის, წერის პროცესი.
გამომგზავნი/ავტორი დადუნა ნადარაია

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

მიყვარს წერა. ვოცნებობ გავხდე მწერალი.

Leave A Reply