ბაბუაწვერების პრობლემა

0

ერთ ძალიან მდიდრულ სახლში ცხოვრობდა ერთი მდიდარი კაცი, რომლის ეზოში ძალიან ლამაზი ყვავილები და მწვანე ბალახი იზრდებოდა.

კაცი ამაყობდა თავისი ეზოს მშვენიერებით. მებაღეები მუდამ დასაქმებული ჰყავდა. გაზონს ყოველდღიურად აკრეჭინებდა და ათვალიერებინებდა, რომ რაიმე სარეველა ბალახი არ შეპარულიყო მასში.
 
ერთხელ მან შეამჩნია, რომ გაზონში დიდი რაოდენობით ბაბუაწვერები იყო წამოზრდილი.. კაცი საშინლად გაბრაზდა. სათითაოდ მოათხრევინა ისინი მებაღეებს. გარდა ამისა კიდევ უამრავი საშუალება იხმარა, მაგრამ ბაბუაწვერები მისი ეზოს გაზონიდან მაინც ვერ მოაშორა.
 
ბოლო კაცმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მისწერა. აუხსნა თუ რა საშუალებები გამოიყენა  იმისათვის, რომ ეს მცენარეები თავისი ეზოდან მოეშორებინა და ჰკითხა: 
 
– გთხოვთ მითხარით, თუ შეიძლება კიდევ ვსცადო რაიმე?
 
სამინისტოდან მას ასეთი პასუხი მოუვიდა:
 
სცადეთ, რომ შეიყვაროთ ისინი . . .

 

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply