ახალი სამყარო/The New World

0

“ახალი სამყარო” იქ იწყება, სადაც ორი აბსოლუტურად უცხო ცივილიზაცია ხვდება ერთმანეთს. ინგლისელი კოლონისტებისა და ადგილობრივი ინდიელების შეხვედრისა და ურთიერთობების არაჩვეულებრივი კადრები. ვფიქრობ რეჟისორი მართალია, როცა ბუნებას წინა პლანზე წევს და მთავარ მოქმედ პირებს იყენებს ისტორიის თავიანთი ვერსიების მოსაყოლად. “ისინი არიან მოსიყვარულენი და ერთგულნი, მათ არ იციან რა არის ცბიერება და მზაკვრობა,მათ ენაში არა არის სიტყვები: სიცრუე, სიხარბე, შური ,დასმენა და პატიება.არ იციან რა არის ეჭვიანობა და მორჩილება” – ასე აღწერს კაპიტანი ჯონ სმიტი ინდიელებს.

მათ უყვართ, ბუნება, შრომა, ნადირობა და თავისუფლება. ოქრო მათთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს, როცა ინგლისელი კოლონისტები “ადვილ საშოვარზე” წამოსული, ზარმაცი ადამიანები არიან, რომლებიც შიმშილისა, შურის, ქიშპობისა და შავი ჭირისგან იღუპებიან.

ახალი სამყარო პოკახონტასის ისტორია, მიუხედავად იმისა, რომ ფილმში ეს სახელი არ ჟღერდება. ის ახალგაზრდა ლამაზი ინდიელი გოგონაა, ბუნების სიყვარულითა და თავისუფლებით სავსე. “მამამისს ბევრი ცოლი და შვილი ჰყავდა, მაგრამ ის განსაკუთრებულად უყვარდა. სხვებს არა მარტო სხეულის მოყვანილობით, არამედ თვისებებითა და სულის სიძლიერითაც სჯობდა.” – ამბობს მასზე კაპიტანი ჯონ სმიტი, ინგლისელი კოლონისტი, რომელიც პოკაჰონტასს შეუყვარდება.

პოკაჰონტასისა და კაპიტანი სმიტის სიყვარულს ფილმში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს. ვერ ვიტყვი, რომ სიყვარული ძალიან ჰგავს თანამედროვე რომანტიულ სიყვარულს, შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ მისი მეტად წმინდა და დახვეწილი ფორმაა:

”შენთან განშორების დროს მავიწყდება ის რაც სულს მივსებს”

“ნუთუ სიყვარულს ტყუილი შუძლია”

“სიყვარული- თუ სიყვარული გეწვია ვერსად გაექცევი არ შეიძლება ამ საჩუქარზე უარი თქვა,მხოლოდ სიყვარული არსებობს სხვა დანარჩენი არარეალურია”

ვფიქრობ, იმისდა მიხედვით, თუ ვის როგორი შეხედულება აქვს სიყვარულზე, ფილმი მაყურებელთა სხვადასხვა ემოციებს იწვევს. აქ შუალედი არ არსებობს “ან ძალიან მოგეწონება, ან საერთოდ არა.”

კაპიტანი ჯონ სმიტის პერსონაჟი, ბუნებით მოუსვენარი , ამბიციური და მეოცნებე ადამიანია. არ შეიძლება ითქვას, რომ არ უყვარს ბოკახონტასი. პირიქით, როცა ვხედავთ როგორ აღწერს მასთან ცხოვრებას, როგორ ასწავლიან ისინი ერთმანეთს თავიანთ ენებს ბუნებისა და სხვადასხვა საგნების საშუალებით, სრულიად სხვგვარი შთაბეჭდილება გვეუფლება. თუმცა როგორც კი მის წინაშე მძიმე მორალური არჩევანი იკვეთება, ყველაფერი რადიკალურად იცვლება:

“სინდისი მხოლოდ კოღოსავით, ძაღლის ყეფასავით გაბეზრებს თავს და თუ სინდისს დაივიწყებ თვითონაც აღარ შეგაწუხებს.”

ფილმში სამი “ახალი სამყაროა” ერთი, რომელსაც ინგლისელები იხილავენ, მეორე ის, რომელსაც პოკახონტასი აღმოაჩენს , მესამე კი ის, რომელიც ორი ცივილიზაციის შერწმით იბადება.

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply