ახალი რეფორმები ფინეთის განათლების სისტემაში

1

წლებია, ფინეთი წარმატებული განათლების სისტემით გამოირჩევა. მთელი მსოფლიოს პოლიტიკოსებსა და განათლების ექსპერტებს, მათ შორის ინგლისს, ჰელსინკში სპეციალური წარმომადგენლები ჰყავთ მივლენილი, რათა მათი წარმატების საიდუმლო გაიგონ.

აღსანიშნავია, რომ ფინეთი განათლების სისტემაში რადიკალურ რეფორმებს ახორციელებს: საგნობრივ სწავლებაზე უარს ამბობს და მას თემის მიხედვით სწავლებით ცვლის.

როგორც ფინეთის განათლების სისტემის წარმომადგენლები ამბობენ, ეს მხოლოდ დასაწყისია. ამით ისინი სამომავლოდ უკეთეს ნიადაგს ქმნიან და საზოგადოებას უკეთ მუშაობისთვის ამზადებენ. ისინი აცხადებენ, რომ თანამედროვე საზოგადოებისთვის განათლებაში მსგავსი გამოწვევები ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად: ერთ-ერთი სასწავლო კურსი კაფეტერიის სერვისის შესწავლას გულისხმობს. პედაგოგთა განმარტებით, ამ კურსის დახმარებით მოზარდები მათემატიკური საკითხების შესწავლასთან ერთად, ენობრივ ელემენტებს, წერისა და კომუნიკაციის უნარებს ივითარებენ.

უფრო აკადემიური განათლების მსურველი მოსწავლეები ისეთ საგანს შეისწავლიან, როგორიც მაგალითად, ევროკავშირია. ამ დისციპლინაში ეკონომიკური, ისტორიული, ენობრივი და გეოგრაფიული საკითხებია შერწყმული.

ნაცვლად რიგებად ჩამწკრივებულ მერხებთან ჯდომისა, ბავშვები მრგვალ მაგიდას უსხდებიან ან სხვადასხვა დავალების შესრულებისას ფიზიკურ აქტივობაში არიან. ეს ყველაფერი გუნდური მუშობის უნარების განვითარებას უწყობს ხელს: პრობლემების ჯგუფის წევრებთან ერთად გადაჭრას სწავლობენ და პარალელურად, კომუნიკაციის უნარებს ივითარებენ.

როგორც ფინეთის განათლების სისტემის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ფინეთს განათლების რეფორმის გადახედვა და ცვლილებები ესაჭიროება. არის სკოლები, სადაც ისე ასწავლიან, როგორც გასული საუკუნის 90-იან წლებში. იმისათვის, რომ მომავალი თაობა 21-ე საუკუნის გამოწვევების მიმართ ადეკვატური იყოს, განსხვავებული უნარების გამომუშავებაა საჭირო, რაც დღეს და სამომავლოდ იქნება საჭირო.

აქვე უნდა ითქვას, რომ სიახლეების მიღება არც თუ ისე მარტივი აღმოჩნდა. ახალ რეფორმას წინააღმდეგობები და უკმაყოფილება შეხვდა მასწავლებლებისა და დირექტორების მხრიდან. რთულია პედაგოგს, რომელიც მთელი ცხოვრება ერთი პროფილით ასწავლის, სწავლების მეთოდების შეცვლა მოსთხოვო.

საინტერესოა ისიც, რომ ერთ გაკვეთილზე ერთი საგნის სპეციალისტი რამდენიმეთი ჩაანაცვლეს. ქალაქის სკოლების მასწავლებლების 70 პროცენტი ახალი მეთოდების შესაბამისად გადაამზადეს. მათ, ვინც სიახლე გამოსცადა, წარსულში დაბრუნება უჭირთ.

წინასწარმა მონაცემებმა ცხადყო, რომ ახალი სწავლების მეთოდებს უკეთეს შედეგებამდე მივყვართ.

ცვლილებები სკოლამდელ სწავლებასაც შეეხო, რაც სწავლების ამ ეტაპზე ინფორმაციულ-ტექნოლოგიური მიდგომების ჩართვით გამოიხატა. ამიერიდან, საბავშვო ბაღებში ბავშვებისათვის ინფორმაციის მიწოდების საქმეში კომპიუტერული თამაშები და სხვა აქტივობებია ჩართული.

ფინური მეთოდის მხედვით:

ინგლისურის გაკვეთილზე დაფაზე ევროპის რუკას ვხედავთ. ბავშვის ამოცანაა ისაუბროს სხვადასხვა ქვეყნის ამინდის პირობებსა და პროგნოზზე. მაგ. დღეს ფინეთში მზიანი დღეა, დანიაში კი ნისლიანი. ეს ნიშნავს, რომ ბავშვები ერთდროულად ინგლისურსა და გეოგრაფიას სწავლობენ.

დერეფანში ჭადრაკს თამაშობენ. შესაძლოა დერეფანში ის მოსწავლეები შეგხვდეთ, რომლებიც აფრიკაზე ინფორმაციას აგროვებენ. ფინური სისტემა საკომუნიკაციო უნარებისა და კრეატიული აზროვნების განვითარებასაც გულისხმობს.

გაზიარება:

ტარტუს უნივერსიტეტი ქართველ ახალგაზრდებს უფასო საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობს! დაინტერესებული პირები გთხოვთ ეწვიოთ მისამართს www.ut.ee/admissions

Loading Facebook Comments ...

Discussion1 კომენტარი

Leave A Reply