აწმყო დღეს და აქ……….

0

სამყაროს მარიონეტი შვილები, დიახ ეს ჩვენ ვართ მე და შენ…. რატომ ვიხლიჩებით წარსულსა და მომავალში როდესაც ვცხორობთ აწმყოში? რატომ ვხდებით მარიონეტები წარსულისა და გაუგებარი მომავლისა, ცხოვრება ხომ აწმყოთი მოგვეცა და რეალობა ხომ ახლა, ამჟამად ხდება. ბრალდებები საკუთარი თავის მიმართ წარსულში   და არშემდგარი წარმატებული მომავალი – ილუზიებით და ოცნებებით გაჟღენთილი, რომელსაც ვერასოდეს ვაქცევთ ხოლმე იმ ფერებად, როგორსაც მომავლის ოცნებებით ვხატავთ.

ამ ყოველივეს ჩვენს გონებას, ქვეცნობიერს, წარუმატებლობის ბლოკად ჩაუნერგავთ ხოლმე. სწორედ აქედან იმართება ჩვენი წარუმატებელი ცხოვრებაც. ვბრაზობთ ვიღაცებზე, ვაბრალებთ რაღაცებს  – გამოვყოფთ ბრალდების სკამს და იქ ვასამართლებთ მომიზეზე სუბიექტებს. ნეტავ ვის ვაბრალებთ ჩვენს მარიონეტულ, გახლეჩილ არსებობას? არადა ხშირად მომისმენია ამა თუ იმ ადამიანზე “მარიონეტიაო” – დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლიაო.  ახლა შეიძლება ნათლად წამოვიდგინოთ, აწმყოს უგულებელყოფით, როგორი ცხოვრებით ვცხოვრობთ წასრულის აჩრდილსა და ბურუსით მოცულ მომავალში შორის. ჩვენ ვერ ვმართავთ საკუთარ ცხოვრებას. გახლეჩილ მდგომარეობაში აწმყო ხომ წარსული ხდება, მომავალი კი აწმყოში მოდის. გამოდის რომ გაუგებარ მომავალს ისევ აწმყოში ვტოვებთ, გაუგებარ აწმყოს უკმაყოფილო ცხოვრებას და განცდას მტანჯველ წარსულად ვაქცევთ და ასე გრძელდება. არ ვცდილობთ, არ ვიცით ან არ გვინდა აწმყოთი ვიცხოვროთ, შევიგრძნოთ ის, რათა წარსულმა არ გაგვთანგოს, რომელსაც ვერასოდეს დავიბრუნებთ აწმყოში, დღეს და აქ.

ვიყოთ ბედნიერები აწმყოში,  დღეს და აქ…  ამ წამში შევიგრძნოთ, რომ ცხოვრება მშვენიერია.. შევიგრძნოთ უსაზღვროდ ლურჯი ცა, ოქროსფერი მზის სხივები, გავცეთ სიყვარული, რომელზეც სამყარო სიყვარულითვე გვიპასუხებს.

გვიყვარდეს ერთმანეთი და დავრჩეთ ბედნიერები აწყმოში, დღეს და აქ….

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

Leave A Reply