“აყვავებული ბაღნარი”

0

გაუთავებლად ვსაუბრობთ ბიზნესსზე, შემოსავლებზე, დამოუკიდებელ ცხოვრებაზე, სახლში – ტელევიზორი თუ ინტერნეტ საიტები, ყველა საუბრობს და გვთავაზობენ საკუთარ გამოცდილებას აყვავებულ ბიზნესებზე თუ მაღალ შემოსავლიან სამსახურებზე, ადამიანს სურვილებს რა გამოულევს, მაგრამ ალბათ ჩემსავით არასოდეს დაფიქრებულხართ ისეთ ბიზნესის წამოწყებაზე როგორიცაა მებაღეობა, ალბათ იტყვით, რომ ველოსიპედს არ ვიგონებ, მაგრამ ამაში არის რაღაც ის რაზეც არასოდეს დავფიქრებულვართ, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ სწორედ ეს ბიზნესია მაღალშემოსავლიანი, რაზეც არაერთი ჩვენგანი ვოცნებობთ….

მოკლედ ბიზნესს გეგმა: ასეთია გვაქვს მიწის ნაკვეთი, ასევე ყვავილების თესლები, აუცილებელი ინსტრუმენტები: მზისგან დამცავი ქუდი და ხელთათმანები, ნიჩაბი, სარწყავი სისტემა, ბუნებრივი რესურსებიდან მიწა, მზე წყალი… კიდევ რა არის სჭირო გზადაგზა გაგვახსენდება ალბათ, ხელთგვაქვს ყველა ის ინტრუმენტი და საშუალება, რომ ლამაზი ბაღი გავაშენოთ, ახლა საჭიროა სამუშაოებიც შევასრულოთ ასე არ არის? ამასთანავე თადარიგს ვიჩენთ, როგორი ყვავილები უნდა დავთესოთ თუ დავრგოთ, როგორი გაზონი უნდა გაკეთდეს, ამასთან თესლებზე უნდა მოიძიოთ ინფორმაცია, როგორი ყვავილი აქვს, როგორი სურნელი,  თუკი გვეუბნებიან ამ ყვავილს წითელი და ლამაზი ყვავილები აქვს, ხოლო სხვა რომელიმეს კი მხოლოდ ეკლები და ულამაზო, ცხადია აარჩევთ იმ ყვავილის თესლს, რომელსაც ყვავილი ლამაზიც აქვს და სურნელოვანიც, შემდეგ ჩაატარებთ ყველა სამუშაოს და.. აი ერთ მშვენიერ დღეს თქვენი ბაღი აყვავდება, თქვენ დატკბებით თქვენი ყვავილების სილამაზით, თქვენი შრომის შედგით და არამარტო თქვენ, არამედ ამ ბაღთან გამვლელ-გამომვლელიც, თქვენი ნაშრომით მიანიჭებთ მათ ესთეტიულ სიამოვნებას, იგივე შეიძლება ითქვას თქვენს გონებაზე, თუკი თქვენი გონება თქვენი მიწაა, ხოლო თესლი თქვენი ფიქრები, ნუ დათესავთ თქვენს გონებაში “ეკლიანი ყვავილების თესლებს” ყველაფერს თავისი ნაყოფი აქვს,  ერთმა ბრძენმა თქვა “რასაც დასთეს იმას მოიმკიო”.

ჩვენი პოზიტიური ფიქრებით მიღებული ცხოვრება იქნება ზუსტად ის წარმატებული ბიზნესი, რომელსაც მოჰყავს  “აყვავებულ ბაღნარი”-ის მდგომარეობა ჩვენს ფიქრებშიც და შემდგომ  რეალურ ცხოვრებაშიც…

გაზიარება:

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply