აქციე წაგება წარმატებად

0

არ არსებობს პიროვნება ,რომელსაც ცხოვრების მანძილზე ერთხელ მაინც არ განეცადოს უიღბლობა ,დამარცხება და შეგრძნება იმის ,რომ აღარ აქვს ძალა ,ძალა ბრძოლის ,თავის დამკვიდრებისა და უბრალოდ წარმატების მოპოვების. ამ დროს საუკეთესო საშუალებაა შემოსძახო საკუთარ თავს და დაიწყო წინ სვლა , მარტივია თავის დახრა და ნაბიჯებით უკან დაწევა , თუმცა მისი საპირისპირო ქმედება რთულია ,მაგრამყველაზე ჭეშმარიტ გზაზე სწორედ ის წაგვიყვანს . ამ დროს გვეხმარება თვითმოტივაცია, თუმცა დავუბრუნდეთ ზემოთ აღნიშნულ მდგომარეობას თუ არ მაქვს ამის ძალა რა გავაკეთო?

გახსოვდეთ

1 – არ არსებობს გამოუვალი სიტუაციები ,ჩვენ თავად შეგვიძლია ვმართოთ გარემო ისე როგორც გვსურს, მთავარია ეს გავაცნობიეროთ და საკუთარი ძალები ვირწმუნოთ. იმარჯვებს ის, ვისაც სწამს საკუთარი გამარჯვების . მოახდინეთ სრული მობილიზაცია ! ამას თქვენს მაგივრად არავინ გააკეთებს, საკუთარ თავზე მაგარი მოტივატორი არ არსებობს !

2- დავუპირისპირდეთ რეალობას და ყოველივე იმას რაც გვაწუხებს , რაც უფრო მარტივად ვნებდებით მით უფრო იოლია „დასასრული“ ,სჯობს აჩვენო ყველას ვინ ხარ!

3 -შენ არ იმსახურებ მსგავს მდგომარეობაში ყოფნას ,ნუ მისცემ გარემო ფაქტორებს „ჩაყლაპოს“ შენი იდეები, გეგმები და მიზნები, შემოსძახე თავს !

4 -დროა მოქმედების !

5 -აღმოაჩინე ან განაგრძე დაწყებული საქმეები , იპოვნე საკუთარი თავი და გახსოვდეს ყველაფერს შეძლებ!!

6 -უბრალოდ გაიღიმე და იცოდე შენ გამორჩეული ხარ !

პოზიტიურ დამოკიდებულებას დიდი ძალა აქვს , მჯერა, როგორც განვეწყობით კონკრეტული საქმის მიმართ სწორედ ისე განვითარდება მოვლენები და მივიღებთ თუ არა სასურველ შედეგს გარკვეულწილად სწორედ ჩვენს პოზიტიურ აზროვნებასთან არის კავშირში . ხშირად ვხედავ როგორ უკლავენ ადამიანები ერთმანეთს სურვილს,მოტივაციას შექმნან რაღაც ახალი ,განვითარდნენ , უბრალოდ მიაღწიონ წარმატებას. ,,ყოველთვის ჩნდება ვიღაც ვინც ამბობს ,რომ ეს შეუძლებელია და მან ზედმეტად ბევრი მოინდომა ცხოვრებისგან და რამდენი ადამიანი იხევს ამის გამო უკან . თუმცა არა!!!! შენ უნდა შეგწევდეს ძალა დაიცვა საკუთარი მიზნები ! განახორციელო ისინი და მოიყვანო რეალობაში . თუ არ გამოუვიდა 10-დან 9-ს საქმე ეს იმას არ ნიშნავს ,რომ შენც არ გამოგივა ! ნუ შეედრები 9-ს, დაე იყავი ის 1 გამორჩეული გამონაკლისი ! გწამდეს, რომ შეუძლებელი არაფერია და საზღვრებიც არ არსებობს ,. თავად უნდა განსაზღვრო სად მთავრდება შენი შესაძლებლობები და იწყება სრულიად ახალი ! გჯეროდეს, რომ თუ დაიწყებ და მას ბოლომდე მიიყვან აუცილებლად გაიმარჯვებ .. და წაგება ? სწორედ ეს უნდა აქციო ახალ გზად, ახალ იდეებად და ათასმაგად უნდა იპოვნო ძალა საკუთარ თავში, რომ იმოქმედო და მიიღო სასურველი. გარდაქმენი უარყოფითი ,ნეგატიური შეგრძნებები წარმატების საწინდრად ,დაე აქციე შენთვის ცუდი მდგომარეობა სრულიად ახლის მისაღებად. ნუ მისცემ ნურაფერს იმის უფლებას, რომ ერთი წამითაც მაინც იგრძნო თავი ცუდად , არა პროდუქტიულად, ნუ მისცემ ყოველდღიურობას გაგხადოს ჩვეულებრივი

მე მჯერა შენი არა ჩვეულებრივობის

შენ ნამდვილად არაჩვეულებრივი ხარ

წარმატებები !

ნინო რუსიშვილი

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply