აქვს თუ არა ინტელექტუალურ შესაძლებლობებს სქესი?! პასუხს სტატიიდან შეიტყობთ

0

თანამედროვე მსოფლიოში სქესობრივი დისკრიმინაციას უამრავი მაგალითია. ინიციატორებს არგუმენტად შესაძლებლობებს შორის დიდი განსხვავება მოჰყავთ. არსებობენ ქალები, რომლებმაც საწინააღმდეგოს დამტკიცება მოახერხეს. მათგან ერთ-ერთმა უმაღლეს ინტელექტუალურ სპექტრში შეძლო მსოფლიოსთვის ეჩვენება, რომ ქალის შესაძლებლობები უნიკალურია.

130809_HU_Judit-Polgar_Ambassador_Picture

ივდით პოლგარი, ეს ადამიანი 15 წლისა და 4 თვის ასაკში(1991 წელს) გახდა საერთაშორისო დიდოსტატი ჭადრაკში, ვაჟებს შორის. ეს რეკორდია, რეკორდი რომელიც მანამდე ეკუთვნოდა არც მეტი, არც ნაკლები ბობი ფიშერს!

carlsen-polgar

პოლგარი ამაზე არ გაჩერებულა. კარიერის განმავლობაში მან შეძლო დაემარცხებინა მსოფლიოში საუკეთესო მოჭადრაკეები, როგორებიც არიან მაგნუს კარლსენი, ანატოლი კარპოვი, გარი კასპაროვი, ბორის სპასკი, ვასილი სმისლოვი, ვასილი ტოპალოვი და სხვა სახელოვანი დიდოსტატები.

„…ის ფანტასტიური ტალანტის მქონეა ჭადრაკში, მაგრამ ყველაფრის და მიუხედავად ის არის მხოლოდ ქალი. არც ერთ ქალს არ შეუძლია აიტანოს ხანგრძლივი ბრძოლა, ეს მათი ფსიქიკაა.“ – გარკვეული პერიოდის შემდეგ კასპაროვმა შეიცვალა აზრი და დაწერა: „ პოლგარმა გვაჩვენა, რომ არ არსებობს შეზღუდვა შესაძლებლობების რაიმე ასპექტით, ამ მოსაზრებას ვერავინ დაიჯერებს, სანამ თვითონ არ დამარცხდებიან 12 წლის გოგონასთან“

Judit-Polgar-y-Kasparov-en-Linares-2001_413

ივდითს არასოდეს უთამაშია მსოფლიო ჩემპიონატზე ქალებს შორის. ეს მისი ერთგვარი პროტესტი იყო ქალთა დისკრიმინაციის მიმართ ჭადრაკის სფეროში „მე ყოველთვის ვამბობდი და ვიტყვი, რომ ქალი პირველ რიგში საკუთარ თავში უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ის ძლიერია ისევე როგორც მამაკაცი, მაგრამ ამ სტერეოტიპის დანგრევას ისინი მოახერხებენ მხოლოდ თავდაუზოგავი შრომით. „

1986 წლის აპრლიში, 9 წლის ივდითმა პირველად მიიღო მონაწილეობა შერეულ ტურნირში(ქალები და კაცები ერთად თამაშობდნენ), რომელშიც ადვილად მოიპოვა გამარჯვება და პირველი პრიზი 1000 $. ტურნირის შემდეგ ერთ-ერთმა მონაწილემ მილორად ბოსკოვიჩმა განცვიფრება ვერ დამალა „წარმოუდგენელია, როგორ ადვილად გადადის შეტევაზე ეს პატარა გოგონა“.

1986 წელს 10 წლის ივდითი ამარცხებს 52 წლის რუმინელ ედმარ მედნის, რომელმაც თამაშის შემდეგ განაცხადა, რომ ეს იყო მისი საუკეთესო თამაში და თვლიდა, რომ უშეცდომოდ ითამაშა.

საჭადრაკო სამყაროსთვის ნონსენსი იყო ქალის ასეთი წარმატება შერეულ ტურნირებში.

maxresdefault (1)

“როდესაც მამაკაცები მარცხდებოდნენ ჩემთან, ისინი ყოველთვის იმიზეზებდნენ თავის ტკივილს… ან მსგავს სისულელეებს. გამოდის რომ მე არასოდეს მითამაშია სრულიად ჯანმრთელ მამაკაცთან!“ – წერს პოლგარი.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ივდითის მამა ლასლო პოლგარი წინააღმდეგი იყო ტურნირების, რომელშიც ქალები იზოლირებულად თამაშობდნენ. მას ეზიზღებოდა დისკრიმინაცია და სწორედ ასეთ საქციელად მიიჩნევდა ქალი მოჭადრაკეების კაცების გამოყოფას. ლასლო პოლგარის ხმამაღალმა პროტესტმა გამოიწვია კონფლიქტი მასსა და უნგრეთის ჭადრაკის ფედერაციას შორის. ამ კონფლიქტს შეეწირა ლასლოს უფროსი ქალიშვილის დიდოსტატობა. მიუხედავად იმისა, რომ მან 11 ჯერ შეასრულა დიდოსტატისთვის საჭირო ნორმა, მას ეს ტიტული არ მიანიჭეს.

fortepan_40708

რამ განაპირობა პოლგარის დიდი წარმატება? თანდაყოლილმა ნიჭმა, გენეტიკამ?! მოჭადრაკეების ოჯახში ცხოვრებამ!? უდიდესი როლი პოლგარის ცხოვრებაში ითამაშა იმან, რომ ოჯახი მას განსხვავებული წესით ზრდიდა, მისმა მშობლებმა, ასე ვთქვათ ექსპერიმენტული გაზრდის მეთოდი შეიმუშავეს, კერძოდ კი მამამისმა, ლასლო პოლგარმა. მამა პოლგარს და ორივე დას ადრეული ასაკიდან ასწავლიდა და ავარჯიშებდა სპეციალურ საგნებში. „გენიოსებად არ იბადებიან, გენიოსებად ხდებიან“ სწორედ ამ დევიზით ზრდიდა მამა მომავალში წამატებულ მოჭადრაკე ქალიშვილებს სახლში სპეციალური საგნების ადრეული ასაკიდან სწავლებით. ამ მეთოდმა გოგონებს განსაკუთრებული გონებრივი შესაძლებლობები შესძინა. სწორი საზოგადოებრივი პრინციპებით აღზრდამ კი გოგონებს მებრძოლი სული გამოუმუშავა, დიდი მიზნისკენ სწრაფვის სურვილი შთაუნერგა, მიზნისკენ რომელსაც თანასწორობა ქვია.

111 (1)

პოლგარმა შეძლო საჭადრაკო რეიტგინში 2700-იანი ნიშნულისთვის გადაებიჯებინა და ტოპ დიდოტატის სტატუსი დაემკვიდრებინა, ამის პარალელურად მას ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ერთ-ერთი შეჯიბრების დროს როდესაც ივდითმა მორიგი მამაკაცი დაამარცხა, მამაკაცმა ხუმრობით ჰკითხა : „შენ ძალიან კარგი ხარ ჭადრაკში, მაგრამ ასევე კარგი ხარ სამზარეულოშიც?“ ივდითმა უპასუხა: „შეგიძლია მოამზადო კერძი ღუმელში შეუხედავად?“

გაზიარება:

ფინანსისტი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply