არ მისცეთ საკუთარ თავს ოცნებების დამსხვრევის უფლება !

0

1. ადამიანი რომელიც არ არის ფართო მასებისთვის ცნობილი და  ჯიბის  ბლოკნოტში წერს ნოტებს, მის მიერ დაწერილი მუსიკა განსაკუთრებით სევდიანია, რადგან ასეთ ადამიანებს ყოველთვის თან სდევთ იდუმალი სევდა. სევდა იმისა,რომ ისინი ვერ გახდებიან  ცნობილი მუსიკოსები და მათი მუსიკა  მსმენელის გარეშე დარჩება მომავალშიც. წარმოიდგინეთ თავმდაბალი ადამიანი,რომელიც თავდახრილი ასრულებს მელოდიას და საკუთარი ცხოვრების გამო სინანულს განიცდის.სევდიანი ამბავია არა? ამიტომ

– მოუსმინეთ საკუთარ გულს.აკეთეთ საყვარელი საქმე.დაუკარით ყოველ დღე.შექმენით ხელოვნების ნიმუშები,მაშინ,როდესაც ამის  აუცილებლობას შიგნიდან გრძნობთ.არასდროს იცხოვროთ სიზარმაცეში. არ გარდაიცვალოთ ისე,რომ თქვენი გაცნობა ვერ შესძლონ მომავალში სხვებმა.

2. ხშირად ვფიქრობ იმის შესახებ,რატომ სჭირდებათ ადამიანების გამუდმებით იმის შეხსენება,რომ აუცილებლად ის საქმე  აკეთონ,რომელიც უყვართ.რატომ გვჭირდება გამოდმებით მოტივაციის ძებნა გარშემო დასახულ მიზანს რომ  მივაღწიოთ და გავხდეთ წარმატებულები.პასუხი მარტივია –  ადამიანებს ზედმეტად შეაქვთ ეჭვი საკუთარ შესაძლებლობებში და ამის გამო  სჭირდებათ გვერდში დგომა.ჩვენ უნდა შევძლოთ ერთმანეთში ნიჭის აღმოჩენა. გამუდმებით უნდა შევახსენოთ ჩვენს გვერდით ადამიანებს,რომ ისინი განსაკუთრებული არიან.ჩვენ პირველ რიგში  ერთმანეთის გვერდში დგომა უნდა ვისწავლოთ.

3. ყველაფერზე მნიშვნელოვანი შენი აზრებია.ფიქრობ,რომ ლამაზი ხარ ესე იგი ეს მართლაც ასეა.ფიქრობ,რომ გენიოსი ხარ ?  – დარწმუნებული ვარ ეს ნამდვილად ასე იქნება, მაგრამ თუ შენ ეჭვი გეპარება საკუთარ შესაძლებლობებში და ფიქრობ არაფერი გამოგივა  იცოდე   ამჯერად ნამდვილად ცდები. გჯეროდეს საკუთარი თავის ნებისმიერ შემთხვევაში და  შენ აუცილებლად მიაღწევ წარმატებას.

4. ჩვენ ვფიქრობთ,რომ წარმატება ეს ზღაპარია სხვების ცხოვრებაში,სინამდვილეში კი წარმატება დღე და ღამე შრომაა და ბრძოლა.

5. ადამიანები ოცნებობენ ჰქონდეთ წარმატებული ცხოვრება,მაგრამ ამისათვის შესაფერის მომენტს ელოდებიან,ფიქრობენ,რომ ცხოვრება ერთ დღესაც ჯადოსნურ ჯოხს მოიქნევს და ყველაფერი თავისთავად მოხდება.ასეთი რამ კი  იშვიათად ან თითქმის არასდროს ხდება. წარმატება ეს არის  ნაბიჯი რომელიც ყოველ დღე უნდა გადავდგათ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.

6. თუ ჯერ მხოლოდ ფიქრობ და წარმოიდგენ,როგორ მიაღწიო წარმატებას იცოდე ეს დასაწყისია,მაგრამ  გახსოვდეს მხოლოდ ოცნება არ არის საკმარისი,აუცილებელია დროულად გადადგა თამამი ნაბიჯები  მიზნების მისაღწევად.არ მისცე საკუთარ თავს ოცნებების დამსხვრევის უფლება.გახსოვდეს  – ეს არ გააკეთო! იყავი გაბედული,აისრულე ოცნებები და გახდი ის ვინც ყოველთვის გინდოდა ყოფილიყავი.

7. და ბოლოს,როდესაც წარმატებას მიაღწევ და შენს ოცნებებს აისულებ,ნუ აგრძნობინებ ადამიანებს,რომ შენ ძალიან მაგარი ხარ. უბრალოდ იყავი ბედნიერი და გაუზიარე სხვებსაც შენი ბედნიერება.

გაზიარება:

დააფიქსირეთ თქვენი აზრი:

Loading Facebook Comments ...

კომენტარის დატოვება


მიყვარს წერა. ვოცნებობ გავხდე მწერალი.