Connect with us

საქართველო

არ დაივიწყო სოხუმი…!

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა, წელს დევნილობის 23 წელი შესრულდება… ომი 1992 წლის 14 აგვისტოს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული საზღვარი გადაკვეთეს. ომი 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. ტრაგედიამ 20 000-დან 30 000-მდე ეთნიკური ქართველი შეიწირა, ხოლო 300 000-ზე მეტი დევნილად აქცია  საკუთარ სამშობლოში.

მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვიყავი,  სოხუმში გატარებული დღე ჩემი მეხსიერებიდან არასდროს წაიშლება. დედას სამსახურში ვიყავით სოხუმჰესში ეზოში დიდი აუზი იყო, რომელშიც ოქროსფერი და ვერცხლისფერი თევზები ცხოვრობდნენ, თევზებს ორცხობილას ნაფშვენებს ვუყრიდი, ეზოში სხვა ადამიანებიც იყვნენ, ტელევიზორი გარეთ ქონდათ გამოტანილი და ახალ ამბებს უსმენდნენ, უცებ დავინახეთ როგორ მორბოდა , დაჭრილი ჯარისკაცი. ჩვენამდე მოირბინა ყვიროდა ჩქარა გაიქეცით მოდიანო. ხალხი საშინლად აირია, დედას დაუძახეს და დაბლა ჩამოვიდა, თან ერთი ჩანთა ჩამოიტანა, ჩემი ჩანთა არ ჩამოუტანია, რომელშიც, საყვარელი დათუნია მედო, იქვე სატვირთო ავტომობილი იდგა, რომელზეც ბეტონის ფილები ეწყო, ხალხი მანქანაზე ადიოდა, მე შენობაში შევედი, მესამე სართულზე ავირბინე და ჩემი დათუნია ჩამოვიტანე, დედაჩემმა მახსოვს სილა გამაწნა, მანქანაც დაიძრა და წამოვედით, ქალაქში სახლებს უკვე ცეცხლი ეკიდებოდა, გზად ადამინები ამოდიონდნენ შიშველი ხელებით, ერთი ქალი ამოვიდა კაბინაში პატარა ბავშვით ხელში. ტიროდა შვილი და რძალი არ ვიცი სად არიანო, დედაჩემს ეუბნებოდა მე თუ რამე დამემართება ეს ბავშვი შენ გაზარდეო. სრული ქაოსი იყო ადამიანებმა, არ იცოდნენ რა ხდებოდა, საით უნდა წასულიყვნენ, რომ გადარჩენილყნენ. ჩვენ ბრმად გადარჩენილები ვართ!

დევნილის გარდა არავინ გარდა, სხვამ არავინ იცის როგორია, როცა კარგავ ყველაფერს რის შექმნასაც მთელი ცხოვრება მოანდომე, ჩვენ ხომ უამრავი ოჯახის გადაშენების ისტორია ვიცით, ვიცნობთ ადამინებს- რომლებსაც ომმა სამივე შვილი დააკარგვინა, ვინაც ცოლ-შვილის აფეთქება საკუთარი თვალით ნახა. იმათ ვინც ომს, ფიზიკურად გადაურჩნენ არ იცოდნენ, რომ მორალური განადგურება წინ ელოდათ. რა გავქვს დღეს?  23 წლის შემდეგაც უამრავი დევნილი კვლავ უსახლკაროა. თუმცა, შეიძლება გქონდეს ყველაფერი სახლი, სამსახური, მაგრამ გულის სიღრმეში იცი, რომ ის დიდი უბედურება, რომ არა შენ ეხლა აქ არ იქნებოდი. მახსოვს ბებიაჩემი, რომელიც წლების მანძილზე მაგიდასთან არ დამჯდარა, სასადილოდ. მახსოვს ხანდაზმული ადამინები, რომლებიც სხვადასხვა მცენარეების თესლებს აგროვებდნენ, იმ იმედით, რომ გაზაფხულზე საკუთარ მიწაზე დაბრუნდებოდნენ, ბევრი მათგანი დღეს ცოცხალი აღარაა, გარდაიცვალნენ და საკუთარ სახლში დაბრუნების იმედიც თან წაიღეს სამუდამოდ.ვერაფერი წაშლის იმ სულიერ ტრამვას, რომელიც ამ უბედურებამ დატოვა ჩვენ სულებში, თუ კარგად დააკვირდები ნახავ, რომ ყველა დევნილს სევდიანი თვალები აქვს…

რა იქნება მერე როცა აღარ იქნებიან ადამინები, რომელთაც ახსოვთ ლურჯი ზღავა, მტერედები და კაფე პინგვინი?!… რა იქნება მერე, როცა აკრძალული ქალაქი ადამიანების მოგონებებშიც აღარ იარსებებს?!….

გაზიარება:

დავიბადე სოხუმში, გავიზარდე ბათუმში ვცხოვრობ თბილისში.

Loading Facebook Comments ...

1 Comment

  1. onnmpsfeqkk

    იანვარი 4, 2017 at 1:43 AM

    AdOjfc hezgqlkxpaka, [url=http://unewjvjutsuw.com/]unewjvjutsuw[/url], [link=http://jvypkusufrjg.com/]jvypkusufrjg[/link], http://pjtulqmljauy.com/

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სხვა სიახლეები ამავე კატეგორიიდან: საქართველო

წერილები

სიყვარული და ურთიერთობები

მამაკაცის წერილი ქალის შესახებ

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

ანტუან დე სანტ ეგზიუპერის წერილი დედას

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

წერილი მამას

ავტორი: მარტი 5, 2017

ცხოვრება

ფრანც კაფკა და პატარა გოგონა

ავტორი: სექტემბერი 27, 2016

ამონარიდები

ამონარიდები ვან გოგის წერილებიდან

ავტორი: სექტემბერი 11, 2016
ზემოთ