არსებობს თუ არა ცხოვრება სიკვდილის შემდეგ?- ცხოვრებისეული იგავი

0

იმ დღეს, თითქოს მიზანმიმართულად, ყველა მოსწავლე ერთ შეკითხვას უსვამდა მასწავლებელს: „რა იქნება სიკვდილის შემდეგ?“

მასწავლებელი იღიმოდა და არაფერს პასუხობდა. ამიტომაც, მოსწავლეებმა ჰკითხეს, რატომ არიდებდა თავს ამ შეკითხვას.

– შეამჩნიეთ, რომ ამით ინტერესდებიან ზუსტად ისინი, ვინც არ იცის, რა უყოს სიცოცხლეს? მათ კიდევ ერთი ცხოვრება სჭირდებათ, რომელიც სამუდამოდ გაგრძელდება, – თქვა მასწავლებელმა.

– და მაინც, არის ცხოვრება სიკვდილის შემდეგ?- ჩაეძია ერთ-ერთი მოსწავლე.

– არის თუ არა ცხოვრება სიკვდილამდე, აი, ესაა საკითხავი, – უპასუხა მასწავლებელმა.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply