არისტოტელე “ადამიანურ სათნოებებზე, სიკეთესა და ბედნიერებაზე”

0

სიკეთეს ვუწოდებთ იმას, რასაც ვირჩევთ მისივე გულისთვის და არა სხვა რაიმე მიზნით. რაც სურს ყველას ან რასაც ყველა მოინდომებდა – ყველა ის, ვისაც ექნებოდა გონება და აზროვნება. სიკეთეა ისიც, რაც ქმნის და იცავს სიკეთეს ან რაც იწვევს მას… სიკეთე არის ის, რასაც თითოეულს მისი გონება უკარნახებს… ადამიანს, რომელიც მას ფლობს კარგი განწყობა აქვს და კმაყოფილია. სიკეთეა სიკეთის მოპოვება და ბოროტების უარყოფაც.

სიკეთეა მჭერმეტყველება და მოქმედების უნარი, რადგან ის მრავალ სხვა ამგვარ სიკეთეს იწვევს. ნიჭი, მეხსიერება, კარგი ათვისების უნარი, გონებამახვილობა და ყოველი სხვა ამგვარი არის სიკეთის შემოქმედების უნარი.

სიკეთეა ის, რომლის საპირისპირო არის ბოროტება. სიკეთეა ისიც, რომლის საწინააღმდეგო სასარგებლოა მტრებისთვის… სიკეთეა ის, რომელსაც ირჩევს ყველა გონიერი არსება. შეიძლება ითქვას, რომ როგორც ცალკეულ ადამიანს, ისე ყველას ერთად აქვს. რაღაც მიზანი, რომლის მიღწევისთვისაც ირჩევენ ან იწუნებენ საგნებს. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს მიზანი არის ბედნიერება და მისი ნაწილები. უნდა გავაკეთოთ ის, რაც ბედნიერებას მომიტანს. ამიტომ უნდა გავაკეთო ის, რაც ხელს უწყობს ბედნიერებას, ან მის რომელიმე ნაწილს, ან იმას, რაც მცირეს სანაცვლოდ მეტ ბედნიერებას მოგვიტანს. ბედნიერება არის სათნოებით გამოწვეული კეთილდღეობა.

ბედნიერება მაშინ არის ჭეშმარიტი, თუ ადამიანი იქნება შემდეგი თვისებებით გამსჭვალული: კეთილშობილება, მრავალი მეგობარი, სიმდიდრე, კარგი და მრავალრიცხოვანი შვილები, კარგი მოხუცებულობა, ფიზიკური უპირატესობანი, როგორიცაა ჯანმრთელობა, სილამაზე, ფიზიკური ძალა, სიმაღლე, ბრძოლისუნარიობა, კარგი სახელი, წარმატება, სათნოება. კაცი მაშინ იქნება უაღრესად კმაყოფილი თუ მას ექნება როგორც პირადი, ისე მისგან დამოუკიდებელი სათნოებანი, რადგან ამის გარდა სხვა სიკეთე არ არსებობს.

პირადი სათნოებებია სულიერი და სხეულებრივი უპირატესობანი. პიროვნებისგან დამოუკიდებელი სათნოებებია: კეთილშობილება, მეგობრობა, ქონება და პატივი. მე ვფიქრობ, რომ მიზანშეწონილი იქნებოდა, თუ ამას დავამატებთ უნარსა და კარგ ბედს, რადგან ამ შემთხვევაში ცხოვრება უაღრესად უშიშარი იქნებოდა.

მოამზადა დავით ჯიბლაძემ

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply