არა აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ხართ

0
არა აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ხართ. წარმატებისათვის არასოდეს ხართ არც მეტისმედად ახალგაზრდა და არც მეტისმეტად მოხუცი. ჩამონათვალში იხილავთ ფაქტებს ცნობილ ადამიანებზე, რომელთაც სხვადასხვა ასაკში მიაღწიეს დიდ წარმატებებს.
1.ჰელენ ადამს კელერი (ამერიკელი მწერალი, ლექტორი და პოლიტიკოსი) 19 თვის ასაკში ყრუ და ბრმა გახდა. მიუხედავად ამისა ის პირველი ყრუ-მუნჯი და ბრმა ადამიანი იყო, რომელმაც ხელოვნების დარგში სამეცნიერო ხარისხი აიღო.
2. მოცარტმა 5 წლის ასაკში იცოდა ფორტეპიანოზე და ვიოლინოზე დაკვრა და ამავე ასაკში შექმნა თავისი პირველი კომპოზიციებიც.
3. მსახიობი შირლი ტემპლი – 3 წლის ასაკიდან დაიწყო კინოფილმებში გადაღება, 7 წლის ასაკში კარიერის პიკს მიაღწია და გახდა პირველი ოსკაროსანი ბავშვი.
4. ანა ფრანკი (ებრაელი გოგონა, რომელიც ჰიტლერის ოკუპაციის პერიოდში თავს ოჯახით ნაცისტური ტერორისგან ამსტერდამში სამალავში აფარებდა. ავტორი განთქმული “ანა ფრანკის დღიურის” – დოკუმენტი, რომელმაც ფაშიზმის სისაზარლეს ფარდა ახადა და რომელიც მსოფლიოს მრავალ ენაზეა ნათარგმნი.ანა ფრანკი იმალებოდა სახლის მეორე სართულზე თავის დასთან, მშობლებთან და კიდევ ერთ ებრაულ ოჯახთან ერთად. იმ დროს, როდესაც ებრაელებს (და არა მარტო მათ) შეუბრალებლად ხოცავდნენ ანას სჯეროდა, რომ ადამიანები გულის სიღრმეში კეთილები იყვნენ.) ანა ფრანკმა “ანა ფრანკის დღიურები” 12 წლის ასაკში დაწერა.
5. მაგნუს კარლსენი – ჭადრაკის დიდოსტატი გახდა 2004 წლის 26 აპრილს, როდესაც იგი 13 წლისა და 148 დღის იყო.
6. ნადია კომანეცი (რუსი ტანმოვარჯიშე) – 14 წლის ასაკში 3 ოქროს მედალი მოიპოვა ოლიმპიურ თამაშებზე.
7. ტენზინ გიაცო (დალაი ლამა) – 15 წლის ასაკში აღიარეს როგორც მე–14 დალაი ლამა.
8. პელე – 17 წლის იყო,როდესაც მსოფლიო თასი მოიგო ბრაზილიის ნაკრებთან ერთად 1958 წლის ჩემპიონატზე.
9. ელვის პრესლი – 19 წლის ასაკში უკვე საკმაოდ პოპულალური ვარსკვლავად იწოდებოდა.
10. ჯონ ლენონი 20 წლის იყო, პოლ მაკარტნი კი 18–ის,როდესაც ბიტლზებმა თავისი პირველი კონცერტი ჩაატარეს 1961 წელს.
11. ჯესი ოუენსი – 22 წლის ასაკში 4 ოქროს მედალი მოიგო,1936 წელს, ბერლინის ოლიმპიადაზე.
12. ბეთჰოვენი 23 წლის ასაკში ფორტეპიანოს უბადლო ოსტატად ითვლებოდა.
13. ისააკ ნიუტონი – 24 წლის იყო,როდესაც დაწერა “ფილოსოფია მათემატიკის ბუნებრივი პრინციპესი შესახებ”.
14. ალბერტ აინშტაინი 26 წლის იყო,როდესაც “ფარდობითობის თეორია” დაწერა.
15. ლენს არმსტრონგი (ველომრბორელი) 27 წლის იყო,როდესაც “ტურ დე ფრანსი” მოიგო.
16. მიქელანჯელო 28 წლის იყო,როდესაც თავისი ორი უდიდესი ქანდაკება “დავითი” და “პიეტა” შექმნა.
17. ალექსანდრე მაკედონელი 29 წლის იყო,როდესაც უძლველესი დროის უდიდესი იმპერია შექმნა.
18. ჯოან როულინგი 30 წლის იყო,როდესაც როდესაც ჰარი პოტერი დაწერა.
19. ამელია ერჰარტი 31 წლის ასაკში პირველი პილოტი ქალი გახდა,რომელმაც ატლანტის ოკეანეს თვითმფრინავით შემოუფრინა.
20. ოპრა ვინფრი 32 წლის იყო,როდესაც საკუთარი თოქ–შოუ წამოიწყო. მალე ეს პროგრამა ერთ–ერთი ყველაზე რეიტინგული გახდა.
21. ედმუნდ ჰილარი 33 წლის იყო,როდესაც გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც ევერსტის მწვერვალი დალაშქრა.
22. მარტინ ლუთერ კინგი 34 წლის იყო,როდესაც 250 000 ათასი ადამიანის წინაშე წარმოსთქვა სიტყვა “მე მაქვს ოცნება”.
23. მარი კიური 35 წლის იყო,როდესაც 1903 წელს ნობელის პრემიის ლაორიატი გახდა ფიზიკაში.
24. ძმები რაიტები – ორვილი(32 წლის იყო) და უილბური (36 წლის),როდესაც პირველი საფრენი აპარატი გამოიგონეს.
25. ვან გოგი 37 წლის გარდაიცვალა,ისე რომ მის შესახებ არავინ იცოდა. დღეს მისი ნახატები მილიონობით დოლარი ღირს.
26. ნეილ არმსტრონგი 38 წლის ასაკში გახდა პირველი კაცი,რომელმაც მთვარეზე ფეხი დაადგა.
27. მარკ ტვენი 40 წლის იყო,როდესაც ტომ სოიერის თავგადასავალი დაწერა და 49 წლის, როდესაც ჰეკლიბერი ფინის თავგადასავლის წერა დაასრულა.
28. ქრისტოფერ კოლუმბი 41 წლის იყო,როდესაც ამერიკა აღმოაჩინა.
29. როზა პარკსი 42 წლის იყო,როდესაც უარი თქვა ადგილი დაეთმო ავტობუსში თეთრკანიანი მზავრისათვის. მისმა მოქმედებამ სამოქალაქო უფლებებისათვის წამოწყებულ მასშტაბურ ბრძოლას დაუდო სათავე.
30. ჯონ კენედი 43 წლის იყო,როდესაც ამერიკის პრეზიდენტი გახდა.
31. ჰენრი ფორდი 45 წლის იყო,როდესაც პირველი ფორდის მარკის ავტომობილი გამოვიდა.
32. სუზან კოლინსი 46 წლის იყო,როდესაც “მშიერთა თამაშები” დაწერა.
33. ჩარლზ დარვინი 50 წლის იყო,როდესაც დაწერა წიგნი სახეობათა წარმოშობის შესახებ.
34. ლეონარდო და ვინჩი 51 წლის იყო,როდესაც “მონა ლიზა” დახატა.
35. აბრაამ ლინკოლნი 52 წლის იყო,როდესაც პრეზიდენტი გახდა.
36. რეი კროკი 53 წლის იყო,როდესაც მაკდონალდსის ფრანჩიზი შეიძინა.
37. ჯ.რ.რ ტოლკიენი 62 წლის გახლდათ,როდესაც “ბეჭდების მბრძანებელი” დაწერა.
38. რონალდ რეიგანი 69 წლის იყო,როდესაც აშშ–ს პრეზიდენტი გახდა.
39. ნელსონ მანდელა 76 წლის იყო,როდესაც სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი გახდა.
4motivi.com

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply