არაჩვეულებრივი ისტორია ძაღლისა და კაცის მეგობრობის შესახებ

0

ყოველ ღამე, ჯონ ანგერს, თავისი 19 წლის ძაღლი – შეპი, თბილწყლიან ტბაზე მიჰყავდა, რომ მისთვის, რამოდენიმე საათით, დაძინების შესაძლებლობა მიეცა. ძაღლი მძიმე ფორმის ართრითიტ იტანჯებოდა, რომლის გამო, მას ისეთი ძლიერი ტკივილები ჰქონდა, რომ დაძინება არ შეეძლო. ძაღლი ვერც დადიოდა. ის წინა ფეხებით გადაადგილდება და უკანა ფეხებს მიითრევდა. მისი უკანა თათები, ფაქტიურად, უძრავ მდგომარეობაში იყო…

8 თვის იყო შეპი, როდესაც ჯონმა უპატრონო ცხოველების თავშესაფრიდან აიყვანა. ვიდრე იქ მოხვდებოდა, ის მაწანწალა ლეკვი იყო და როგორც თავშესაფრის თანამშრომლები ამბობდნენ, სავარაუდოდ, ბევრი ძალადობის გადატანა მოუხდა საკუთარ თაზე. ჯონი და მისი საცოლე დიდი ხნის მანძილზე ეძებდნენ შესაფერის ლეკვს და როდესაც ის დაინახეს, გოგონამ მაშინვე დაიძახა: «ეს ის არის».

საცოლეს ჯონი რამოდენიმე წლის შემდეგ დაშორდა და ამის შემდეგ, ის ღრმა დეპრესიაში ჩავარდა.

«სიმართლე გითხრათ, დღეს ნამდვილად ცოცხალი აღარ ვიქნებოდი, რომ არა ეს ძაღლი. ერთხელ ღამე გამეღვიძა და ისეთ მდგომარეობაში ვიყავი… თავის მოკვლა გადავწყვიტე. მაგრამ, ჩემთან შეპი იყო და მან, არ ვიცი როგორ აგიხსნათ, მან ამ აზრებს მომწყვიტა. ის რასაც მე მისთვის ვაკეთებ, არაფერია იმასთან შედარებით, რაც მან ჩემთვის გააკეთა».

ვეტერინარმა ჯონს ძაღლის დაძინება შესთავაზა, რომ ცხოველი არ დატანჯულიყო. მაგრამ, ჯონმა ვერ შეძლო, სიკვდილისთვის ვერ გაწირა მეგობარი, რომელმაც ის თვითმკვლელობისგან იხსნა. ძაღლზე მზრუნველობა მთლიანად საკუთარ თავზე აიღო და ხელში აყვანილი, ყოველ დღე მიჰყავდა ტბაზე. ის ძაღლის სხეულს, რამდენიმე საათის მანძილზე, წყლის ზედაპირზე აჩერებდა, რითაც დაძინების საშუალებას აძლევდა საწყალ ცხოველს.

image
ამ გულისამაჩუყებელმა, ერთგულების და ცხოველისადმი თანაგრძნობის ისტორიამ, ფაქტიურად, ინტერნეტი ააფეთქა.

image
ჯონ ანგერის ანგარიშზე, ძაღლის გულშემატკივრებმა თანხების ჩარიცხვა დაიწყეს, რომლის წყალობით, შეპმა ინტენსიური თერაპიის რამდენიმე კურსი გაიარა. მართალია ვერ განიკურნა, მაგრამ ტკივილები შეუმსუბუქდა!

imageimage

image

მკურნალობის ძირითადი კურსის დასრულების შემდეგ, მას მშვიდად ეძინა და უკეთესად დადიოდა. როდესაც ჯონი მიხვდა, რომ შეგროვილი თანხა საჭიროზე მეტი იყო, Schoep’s Legacy Foundation ფონდი დააარსა. ფონდი შინაური ცხოველების იმ პატრონებს დაეხმარებოდა, რომლებსაც ეკონომიური მდგომარეობის გამო, არ შეეძლოთ თავიაანთი ავადმყოფი ცხოველების მკურნალობა. «ცხოველებსაც აქვთ ღირსეული სიბერის უფლება. ახლა ჩვენი ჯერია გავცეთ» – ამბობდა ჯონი.

image

ამ ისტორიიდან, ერთი წლის შემდეგ, 20 წლის ასაკში, ყველასათვის ცნობილი ძაღლი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ, ჯონ თავის ფეიზბუკ გვერდზე გამოაქვეყნა. რამოდენიმე საათში, პოსტზე 60 000-ზე მეტმა ადამიანმა გააკეთა კომენტარი.

სიკეთის, ხელგაშლილობის და გულმოწყალების წყალობით, შეპმა ერთი წელი იცოცხლა. მაგრამ, ეს ტრაგიკული ისტორია, კიდევ დიდი ხნის მანძილზე დარჩება ადამიანების გულებში.

ლალი ადიკაშვილი

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply