არასოდეს შეუწყვეტია ბრძოლა . . .

0

მისთვის სიტყვა დანებება არ არსებობდა და მიუხედავად იმისა, რომ უკიდურეს სიღარიბეში დაიბადა და ძალიან ბევრჯერ დამარცხდა თავისი სიცოცხლის მანძილზე, მას არასოდეს შეუწყვეტია ბრძოლა.

1816 წელი: იძულებული იყო სახლიდან წასულიყო და მძიმედ ემუშავა, რათა უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ ოჯახს დახმარებოდა.

1818 წელი: დედა გარდაეცვალა

1831 წელი:წამოიწყო ბიზნესი და მარცხი განიცადა

1832 წელი:დაკარგა სამსახური და სურდა სამართლის სკოლაში ჩაებარებინა, მაგრამ არ გამოუვიდა

1833 წელი: ისესხა ფული თავისი მეგობრისაგან და ბიზნესი დაიწყო,თუმცა წლის ბოლოს მისმა ბიზნესმა კრახი განიცადა. იგი 17 წლის განმავლობაში იხდიდა ბიზნესისათვის აღებულ ვალს.

1835 წელი:დაქორწინდა, თუმცა მისი მეუღლე მალევე დაეღუპა და იგი მწვავე დეპრესიაში ჩავარდა.

1836 წელი: 6თვის განმავლობაში საშინელ ნერვიულ სტრესში იმყოფებოდა

1838 წელი:გადაწყვიტა სახელწიფო სფეროში წასულიყო და არ გამოუვიდა

1843 წელი:კენჭი იყარა კონგრესში და წააგო

1846 წელი: კვლავ იყარა კონგრესში კენჭი და ამჯერად გაიმარჯვა.

1848 წელი: ვადის გასვლის შემდეგ კვლავ იყარა კენჭი კონგრესში, მაგრამ ამჯერად არ გაუმართლა

1854 წელი: ეცადა ამერიკის სენატში მოხვდრას, მაგრამ არ გამოუვიდა

1858 წელი:ეცადა კვლავ სენატში მოხვედრას, მაგრამ არც ამჯერად გაუმართლა

1860 წელი: მიიღო ა.შ.შ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა და გაიმარჯვა

მას ბრძოლა არასოდეს შეუწყვეტია . . .

და მსურს გაგიმხილოთ, რომ თუ იგი ამას გააკეთებდა ვერ გახდებოდა ა.შ.შ-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდებული და გამორჩეული პრეზიდენტი.

ეს ადამიანი აბრაამ ლინკოლნი გახლდათ . .:)

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply