„არასოდეს დასცინო მათ, ვინც იტანჯებიან“… ვიქტორ ჰიუგოს ცხოვრებისეული გამონათქვამები

0

1. კაცს, რომელმაც მშობლიური ენის გარდა სხვა უცხო ენები არ იცის, იმ გამონაკლის შემთხვევაში თუ კი ის გენიოსი არაა, აუცილებლად ექნება იდეების ნაკლებობა.

2. ბედნიერება ზღვის მოქცევასა ჰგავს, ერთხანს იგი თავის მაღალ დონეს აღწევს. ერთადერთი, რაც შეაწუხებდა სრულ ბედნიერებაში მყოფ ადამიანებს, ეს არის დაფიქრება მიქცევაზე, რაც აუცილებლად მოსდევს მოქცევას.

3. მას, ვისაც სიღარიბის მტკიცედ და შეუდრეკლად გაძლების უნარი არ აქვს, თავისუფლად ყოფნის უნარიც წართმეული აქვს.

4. შეიცვალე შენი აზრები, მაგრამ არ გადაუხვიო პრინციპებიდან; შეიცვალე შენი ცხოვრების წესი, მაგრამ ხელუხლებლად შეინარჩუნე შენი ფესვები.

5.ამბობენ, რომ სიყვარული გულის სიბრმავეა. მე ვიტყოდი, რომ უსიყვარულობა სიბრმავეა.

6.თავისუფლება ხელოვნებაში, თავისუფლება საზოგადოებაში, ეს არის ორმაგი მიზანი, რისკენაც ყველა თანმიმდევრული და ლოგიკური გონება უნდა მიისწრაფვოდეს.

7.არასოდეს დასცინო მათ, ვინც იტანჯებიან. დატანჯე ზოგჯერ ისინი, ვინც იცინიან.

8.ოჰ, დიდებულო ღმერთო! გთხოვ, გახსნა სიბნელის კარიბჭე, რომ შევძლო ამ ადგილის დატოვება და გაუჩინარება.

9.მე დავბრუნდები მაშინ, როცა დაბრუნდება თავისუფლება! (წარმოთქმული 1859 წელს, როცა ვიქტორ ჰიუგო გადასახლებიდან საფრანგეთში დაბრუნებას გეგმავდა).

10.შეცდომებიდან სიმართლისკენ სვლა ძალზე იშვიათი, მაგრამ მშვენიერი რამაა.

დღეს ვიქტორ ჰიუგოს დაბადების დღეა.

მოამზადა მარიამ ნებიერიძემ.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply