არასდროს იცი, ვის გულს ეხები

0

წლების წინ, ერთ შტორმიან ღამეს, მოხუცი ცოლ-ქმარი ფილადელფიის ერთ პატარა სასტუმროს მიადგა.

,,შეგიძლიათ, დაგვითმოთ ერთი ოთახი?’’- იკითხა ქმარმა.

კლერკმა, ღიმილით შეხედა წყვილს და აუხსნა, რომ ყველა ოთახი დაკავებული იყო. შემდეგ კი უთხრა: ,,მე არ შემიძლია, თქვენნაირი მშვენიერი წყვილი პირველ საათზე წვიმაში გავუშვა. დაიძინებთ ჩემს ოთახში? იდეალური არ არის, თუმცა ღამით მაინც კომფორტულად მოთავსდებით.’’

როდესაც წყვილმა იუარა, ახალგაზრდა კაცი შეწუხდა. ,,ჩემზე ნუ იდარდებთ, მე მშვენივრად ვიქნები,’’ – უთხრა მათ.

შეთანხმდნენ.

დილით, ანგარიშის წარდგენისას მოხუცმა კლერკს უთხრა – „შენ უფროსი უნდა იყო. შესაძლოა, ოდესმე, მე თქვენთვის სასტუმრო ავაშენო.’’

ახალგაზრდამ მოხუცებს შეხედა და გაიღიმა. სამივე გამხიარულდა. წამოსვლისას წყვილმა აღნიშნა, რომ კლერკი მართლაც განსაკუთრებული იყო. რთულია ასეთი კეთილი და მეგობრული ადამიანის პოვნა.

მას შემდეგ 2 წელი გავიდა. კლერკს ეს ამბავი, თითქმის, დავიწყებული ჰქონდა. მოულოდნელად მოხუცი კაცისგან წერილი მიიღო. მან გაიხსენა შტორმიანი ღამე, დაჯავშნა ორმხრივი ბილეთი ნიუ-იორკისკენ.
მოხუცი მას ნიუ-იორკში, მე-5გამზირისა და 34-ე ქუჩის კუთხეში შეხვდა. ახალ, ღია მოწითალო ქვის კოშკურებიან შენობაზე მიანიშნა – ,,ესაა სასტუმრო შენ უნდა მართო’’

,,ხუმრობთ, ’’- თქვა ახალგაზრდა კაცმა.

,,არ შემიძლია თქვენი დარწმუნება.’’ – მოხუცმა ეშმაკური ღიმილით უპასუხა.

მოხუც კაცს უილიამ ვალდორფ-ასტერი ერქვა, ხოლო ის საუცხოო შენობა „ვალდორფ-ასტორიას“ სასტუმრო იყო. კლერკი კი, რომელიც მისი პირველი მენეჯერი გახდა – ჯორჯ ბოლდტი. ეს ახალგაზრდა კაცი ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი სასტუმროს მენეჯერი გახდებოდა…

არასდროს იცი, ვის გულს ეხები.

მოამზადა სალომე ლეკიშვილმა

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply