ნამდვილი ამბავი: არასდროს დაკარგოთ იმედი!

2

მინდა ერთი პატარა გოგონას შესახებ მოგიყვეთ, რომელსაც  ძალზედ ცუდი რამ შეემთხვა. როცა ამგავრ ისტორიებს იხსენებ, ძალაუნებურად ფიქრობ რომ პრობლემები, რომლებზეც ყოველდღიურად ვწუხვართ, არაფერია იმ დიდ უსიამოვნებებთან შედარებით, რომლებიც შეიძლება ცხოვრებაში გვქონოდა.

2000 წლის 25 სექტემბერს, მარისელ აპატანი 11 წლის იყო, როცა მას და მის ბიძას გზად 4 კაცი დაესხათ თავს. ყველა მათგანი დანით იყო შეიარაღებული. მათ მარისელის ბიძა აიძულეს მუხლებზე დაჩოქილიყო, შემდეგ კი გაძარცვეს და მოკლეს.

გოგონა ძლიერ შეშინდა, თანაც უცნობებში საკუთარი მეზობლები ამოიცნო და გაქცევა სცადა. მძრაცველები მას გამოეკიდნენ და დაიჭირეს. „ნუ მოკლავთ, შემიბრალეთ.“ – ყვიროდა ის, თუმცა მძარცველებს მისი არ ესმოდათ. ბოლოს ერთ–ერთმა მათგანმა მას დანა ყელში გამოუსვა და მარისელი ძირს უგონოდ დაეცა.

როდესაც გონს მოვიდა, მის გარშემო ბევრი სისხლი შენიშნა. კაცები იქვე იყვნენ, თუმცა გოგონამ თავს იმკვდარუნებდა, ვიდრე ისინი არ წავიდნენ. ფეხზე წამოდგომა გაუჭირდა, რადგან კაცებს მისთვის ორივე ხელი დაესერათ. მარისელმა ტირილით განაგრძო გზა, ხშირად ეცემოდა და გონებას კარგავდა, თუმცა მაინც დგებოდა და გზას განაგრძობდა.

როდესაც სახლს მიუახლოვდა მარისელმა დედას დაუძახა. შვილის დანახვაზე სასოწარკვეთილმა დედამ სისხლიანი ბავშვი სასწრაფოდ სააავადმყოფოსკენ გააქანა. სახლში ტრანსპორტი არ ჰყავდათ და დედას 12 კილომეტრის ფეხით გავლა მოუწია, ვიდრე საავადმყოფომდე მივიდოდა.

როდესაც საავადმყოფოში მივიდნენ, მარისელი სიკვდილის პირას იყო მისული.  5 საათიანი ოპერაციის შემდეგ  ის სასწაულის წყალობით გადარჩა, მაგრამ ორივე ხელი დაკარგა.

ირონიულია ის ფაქტიც, რომ მას საავადმყოფოში 12 წელი შეუსრულდა.

თუმცა ტრაგედია ამით არ დასრულებულა. სახლში დაბრუნებულებს სახლი მძარცველების მიერ გადამწვარი დახვდათ, როცა მარისელის ღარიბ ოჯახს ოპერაციისა და მკურნალობის ხარჯებიც კი არ ჰქონდა გასტუმრებული.

საბედნიეროდ, მარისელს აქაც გაუმართლა. არქიეპისკოპოსმა ანტონიო ლედესმა, რომელიც მისი ოჯახის შორეული ნათესავი იყო, მათ ჰოსპიტალის ხარჯები აუნაზღაურა და დაეხმარათ კრიმინალების ციხეში ჩასმაში.

ყველაზე დიდი შთაგონება ამ ისტორიაში მისი დასასრულია.

მარისელს ამ შემთხვევის გამო იმედი არ დაუკარგავს. მას დაკარგული ორი ხელის გამო ღმერთისთვის საყვედურიც კი არ უთქვამს, ისე განაგრძო წინსვა. ის სკოლაში ერთ–ერთი საუკეთესო მოსწავლე იყო. შემდეგ ბაკალავრის ხარისხიც მიიღო რესტორნებისა და სასტუმროების მენეჯმენტში. 2011 წელს ის ერთ–ერთი რესტორნის შეფ–მზარეული გახდა. დიახ, მზარეული ხელების გარეშე.

და ბოლოს იხილეთ მისი სურათები:

Maricel-apatan2 Maricel-apatan3 Maricel-apatan4 Maricel-apatan6 Maricel-apatan7

გაზიარება:

დააფიქსირეთ თქვენი აზრი:

Loading Facebook Comments ...

Discussion2 კომენტარი

  1. Pingback: გოდერძი ჩოხელი უკანასკნელი ჩანაწერი

კომენტარის დატოვება



სამოტივაციო,საგანმანათლებლო და ანალიტიკური ინტერნეტ ჟურნალი