არაორდინალური კითხვები, რომლებსაც გასაუბრებაზე უსვამენ Google-ში

0

Google ის ინტერვიუს კითხვების სირთულე, დიდი ხანია, სიახლეს აღარ წარმოადგენს. Brain-teaser, ანუ თავსატეხი კითხვების სპეციფიკაა სტრესულ გარემოში ფიქრი და პრობლემაზე გამოსავალის მოძებნა. Google თავსატეხი კითხვები Glassdoor ზე ხშირად ქვეყნდება და კომპანია წელიწადში ერთხელ ცვლის კითხვებს. გარდა თავსატეხი კითხვებისა, Google ხშირად მიმართავს ისეთ კითხვებს, რომლებიც შეაფასებენ კანდიდატის მოტივაციას, განვითარების სურვილს, პიროვნების ღირებულებებს და ზოგადად, კომპანიის კულტურულ ღირებულებებთან შესაბამისობას.

გვინდა წარმოგიდგინოთ 2014-2016 წლების Google ის ინტერვიუს საუკეთესო კითხვები სამუშაო პოზიციების მიხედვით, რომლებიც პოპულარულია და ნამდვილად საინტერესო რა იცით გუგლის შესახებ?” -ადმინისტრაციული ბიზნეს პარტნიორი, 2015 წ.

“თუ გინდათ რომ თქვენი ძაღლი მოიყვანოთ სამსახურში, მაგრამ იცით, რომ თქვენი გუნდის წევრი ალერგიულია ძაღლების მიმართ, რას იზამდით?” – სტრატეგიული მიმართულების თანაშემწე, 2016 წ.

“მოიფიქრეთ ევაკუაციის გეგმა ამ შენობისთვის” -ბიზნეს ანალიტიკოსი, 2014 წ.

“რეკლამის თვალსაზრისით, რომელს აქვს უფრო მეტი პოტენციალი ბოსტონში, ყვავილების მაღაზიას თუ
დამკრძალავ ბიუროს? “-სტრატეგიული ანგარიშთა მმართველი, 2015წ.

“რას ნიშნავს თქვენვის იყოთ “გუგლერი”? – პროდუქტის სპეციალისტი, 2015წ.

“რას გააკეთებდით, თუ არ გექნებოდათ სამუშაო?”- დიზაინერი, 2014 წ.

“თუ ამოარჩევდით სიმღერას, რომელსაც მოუსმენდით ყოველ ჯერზე ოთახში შესვლისას, რას ამოარჩევდით?- სტრატეგიული მიმართულებების თანაშემწე, 2014.

“თქვენი აზრით, როგორ შეიცვლება ციფრული რეკლამა მომდევნო 3 წლის განმავლობაში?”- კრეატიული დირექტორი, 2016წ.

“როგორ გაეხუმრებოდით მენეჯერს, თუკი დაგიქირავებდნენ?” -აპლიკაციების საპორტ მენეჯერი, 2014 წ.

“რისი გეშინიათ?”-ბიზნეს ანალიტიკოსი, 2014.

➥ Google ის საუკეთესო 41 კითხვის შესახებ, სრულად იხილეთ ინფორმაცია ლინკზე:http://goo.gl/lHnw0N

წყარო: Insource ; მოამზადა ნინო მაზანიშვილმა

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply