არავინ იცის რა ელოდება

0

მდიდრული ქორწილი გადაიხადეს . უამრავი სტუმარი ყავდათ დაპატიჟებული . იცინოდნენ , მღეროდნენ , ერთმანეთს სიყვარულს უხსნიდენ და დროს ატარებდნენ. ბავშვები გულში ჩურჩულებდნენ ,, რომ გავიზრდებით ასეთი ქორწილი გვინდა გვქონდესო ’’ ახალგაზრდები კი შურით სკდებოდნენ. გოგო ხომ კარგი იყო , მაგრამ ბიჭი ტოლს არავის უდებდა. საოცარი სიყვარულით შესცქეროდნენ ერთმანეთს . ორივე ცალ-ცალკე და ერთიანად კი ქმნიდა ოჯახს სადაც ცხოვრება ლამაზ ყვავილს ჰგავდა , რომელსაც დაჭკნობა არ და არ ეწერა. მაგრამ მხოლოდ ხელოვნური ყვავილები არ ჭკნებიანო… ეს ესეა ამას ვერ შეცვლის ყველა და ყველაფერი წარმავალია…

მოდი ვნახოთ ჩვენი გმირებიც როგორ მოყვნენ ამ განგების მანერულ თამაშში და რა ბედი ეწიათ მათ.

დიდი დრო არ გასულა , არც ბევრ წყალს ჩაუვლია. ცხოვრება უბრალოდ გაგრძელდა . შეცდომები ჩვენმა გმირებმაც დაუშვეს , სიყვარულს ისინიც ეზიარნენ და განშორების მწარე ტკივილიც იგემეს.

შემოდგომა იდგა . ციოდა , მაგრად ციოდა . ახალგაზრდა ბიჭი გიტარით ხელში მიუყვებოდა ნაცნობ ქუჩებს , გულში ემღერებოდა მაგრამ სიმღერას ვერ ბედავდა , ტირილი უნდოდა მაგრამ თვალს ვერ ასველებდა, სიცოცხლე უნდოდა , მაგრამ ცხოვრებას თითქოს ზურგი ექცია მისთვის . უსულო მეგობარს კი ყოველი განცდა გადადებოდა და თითქოს ეხვეწებოდა დამიკარი მე დაგეხმარებიო..

რა მშვენიერია გიტარაზე დაკვრა , რა საამოა მართლაც საკუთარ თავში ხეტიალი . იჯდა ჩვენი გმირიც და უკრავდა . უკრავდა იმ წარსულზე , რომელსაც უკან ვეღარ დააბრუნებდა , უკრავდა იმ მომავალზე რომელიც თვალწინ არ ესახებოდა და უკრავდა იმ აწმყოზე , რომელსაც კარგი არა რა მოეტანა მისთვის . მისი სიმღერა მკვდარს გააცოცხლებდა და ცოცხალს მოაბრუნებდა . მაგრამ ვის ესმოდა მისი ? მხოლოდ რამდენიმე მათგანი თუ ჩაუგდებდა ხურდას გაცრეცილ ჭიქაში, ვის ედარდებოდა იგი ? საცოდავი ცხოვრებისგან გაუბედურებული ახალგაზრდა ბიჭი. ვინ იყო და ვინ გახდა ? მათხოვრად იქცა, მას უკვე ვერავინ და ვეღარაფერი მოაბრუნებდა ამ ცხოვრებისკენ..

დიდი ტკივილი მიაყენა საყვარელი ადამიანის დაღუპვამ , ქალის რომელთან ერთადაც უნდა გაეტარებინა დარჩენილი სიცოცხლე , გეგმები რომლებიც ერთად უნდა განეხორციელებინათ წამებში დაემსხვრა , შვილები რომლებიც ერთად უნდა გაეზარდათ მოგონებებს მისცა . პირდაპირ გულში მოარტყეს ტყვია, ცხოვრებით ტკბობა კი არა , რამდენიმე საათი სიცოხლის უფლებაც კი არ მიცეს . დაღუპეს იგი და მასთან ერთდ ჩვენი ახალგაზრდა ბიჭი და მისი პატარა შვილებიც…

თქვენ არ იცით როგორ უყვარდა ? რას გრძნობდა მის მიმართ . სიცოცხლე არაფერი არ იყო რასაც მის დასახმარებლად გასწირავდა , სიყვარულზეც კი უარს იტყოდა ოღონდ ცოცხალი ენახა იგი . ერთად გატარებული დრო ახსენდებოდა , მისი სახე თვალწინ ედგა და მის სიახლოვეს გრძნობდა . რა ბედნერი იყო იგი ერთ დროს და რა უბედურ კაცად იქცა . დრო ყველაფრის მკურნალიაო ამბობენ , მაგრამ მას ვერ უშველა . დღითიდღე ტკიოდა , ჭრილობები უფრო და უფრო უღრმავდებოდა და ბოლოს არარაობად ქცეულს სიცოცხლე მოსძულდა . სულიერად ფიზიკურად და მორალურად განადგურებულს , მხოლოდ ქუჩაში სიარული და დახმარების თხოვნა დარჩენოდა.

არაფერი დაუშავებია , არც ცოდვებს გადაუხდიათ სამაგიერო , არავისთვის ცუდი არ უნდოდა , არც ტკივილი მიუყენებია ვინმესთვბის ისეთი , რომ ასე სატანჯველად გაემეტებინა ცხოვრებას. მაშინ რა მოხდა ? რატომ ჩავარდა ასეთ უფსკრულში ? ვინ გაიმეტა ასე სასტიკად ? კითხვები ბევრია , პასუხი კი მხოლოდ ერთი . ეს იყო მისი ბედი . ცხოვრებისგან გათამამებულს , სიყვარულით დამტკბარს უდარდელ ბიჭუნას მოუწია ცხოვრების მძიმე გამოცდასთან შეჭიდება . რა ქნას თუ მეტისმეტად მძიმე ტვირთის ტარება მოუწია , ის შვებას მხოლოდ ქუჩაში პოულობს.

ამიტომაც როდესაც დაინახავთ, თმააშლილ, დახეული შარვლითა და პერანგით მოსიარულე ყმაწვილს, რომელსაც ხელში გიტარა უჭირავს და გულამოსკვნილი მღერის  გახსოვდეთ რომ ეს ჩვენი გმირია, რომელიც თავის ბედკრულ ცხოვრებას უმღერის. ის პატარა ბავშვები კი რომლებიც თქვენთან მოდიან და მუხლმოდრეკილი დახმარებას გთხოვენ კი მისი პაწაწინა შვილებია, რომლებსაც მომავალი ცხოვრების იმედის ნაპერწკალი სადღც გულში შერჩენით და ადამიანების სჯერათ. ერთად გავუღვივოთ ეს ნაპერწკალი მათ და ვაგრძნობინოთ ჩვენი თანადგომა. გვახსოვდეს რომ არავინ იცის რა გველოდება . ვიცხოვროთ ისე თითქოს ყოველი დღე უკანასკნელია ჩვენთვის.

გამომგზავნი/ავტორი: ქეთი შუბითიძე

გაზიარება:

დააფიქსირეთ თქვენი აზრი:

Loading Facebook Comments ...

კომენტარის დატოვება

სამოტივაციო,საგანმანათლებლო და ანალიტიკური ინტერნეტ ჟურნალი