არავინაა შენს მიმართ ვალდებული – ჰარი ბრაუნის წერილი შვილს

8

1966 წლის, 25 დეკემბერი

ძვირფასო შვილო,

შობა ღამეა და ჩვეული პრობლემის წინაშე ვდგავარ – ვერ გადამიწყვეტია რა გაჩუქო. ალბათ მოგეწონებოდა წიგნები, სათამაშოები, ტანსაცმელი, თუმცა დღეს ძალზედ ეგოისტი ვარ და მსურს ისეთი საჩუქარი გაგიკეთო, რომელიც რამოდენიმე თვესა და წელიწადზე მეტხანს შეგრჩება. მსურს ამ საჩუქარმა, ყოველ შობა ღამეს, ჩემი თავი გაგახსენოს.

მხოლოდ ერთი რამის ჩუქება რომ შემძლებოდა, ალბათ იქნებოდა ის მარტივი სიმართლე, რომლის სასწავლად ბევრი წელი დამჭირდა. მჯერა, თუ ახლა ამას გაიგებ, ბევრ უაზრო ტკივილსა და პრობლემას აიცილებ თავიდან.

არავინაა შენს მიმართ ვალდებული .

ალბათ მკითხავ, რატომ შეიძლება ასეთი უბრალო განცხადება მნიშვნელოვანი იყოსო? შესაძლოა, ასე არ ჩანს, მაგრამ მისი სწორად გაანალიზება ბევრ რამეს გასწავლის ცხოვრებაში.

არავინაა შენს მიმართ ვალდებული .

ეს ნიშნავს, რომ არავინ ცხოვრობს შენთვის, ჩემო პატარა. არავინ არ წარმოადგენს შენს პიროვნებას. ყველა ადამიანი საკუთარი თავისთვის ცხოვრობს და მხოლოდ საკუთარ ბედნიერებას შეიგრძნობს სრულად.
როცა მიხვდები რომ არავის ეკუთვნის შენი ბედნიერება ან სხვა რამე, მაშინ აღარავის დაუთმობ მათ.
ეს ნიშნავს, რომ არავის არ აქვს ვალდებულება უყვარდე. თუ ვინმეს უყვარხარ, მხოლოდ იმიტომ რომ შენში რაიმე განსაკუთრებული და უნიკალურია და ეს მას სიამოვნებას ანიჭებს. ეცადე იპოვნო საკუთარ თავში ეს უნიკალურობა და განივითარო – დარწმუნებული იყავი, რომ უფრო მეტად შეგიყვარებენ.
როდესაც ადამიანები რაიმეს აკეთებენ შენთვის, მხოლოდ იმიტომ რომ ეს მათ სურთ, რადგან შენც აძლევ მათ რაიმე ღირებულს, რის გამოც სურვილი უჩნდებათ რომ გასიამოვნონ.

არავინაა ვალდლებული მოსწონდე. თუ მეგობრებს შენთან ყოფნა უნდათ, ეს შემთხვევითობა არაა. ისწავლე როგორ გააბედნიერო ადამიანები და ისინი ეცდებიან გვერდიდან არ მოგშორდნენ.

არავინაა ვალდებული პატივი გცეს. ბევრი ადამიანი შეიძლება ბოროტადაც მოგექცეს, მაგრამ როცა მიხვდები რომ არავის არ აქვს ვალდებულება კეთილად მოგექცეს და დაუშვებ იმ ფაქტსაც, რომ შეიძლება ადამიანები ბოროტად მოგექცნენ, შეძლებ თავიდან აირიდო ადამიანები, რომლებიც ზიანს მოგაყენებენ.
არავინაა ვალდებული შენს მიმართ და არც შენ ხარ ვალდებული ვინმეს მიმართ.

მხოლოდ შენ გაქვს პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე. მხოლოდ შენ ხარ ვალდებული რომ გახდე საუკეთესო ადამიანი, რომელიც შეგეძლო ყოფილიყავი. რადგან თუ ამას შეძლებ, სხვებიც მოისურვებენ იყვნენ შენთაც ერთად, მოგცემენ იმას რაც გჭირდება, იმის სანაცვლოდ რასაც მათთვის გაიღებ.
შეიძლება ზოგმა ადამიანმა არ მოისურვოს შენს გვერდით ყოფნა, გარკვეულ მიზეზთა გამო, მაგრამ როცა ასე მოხდება, ეძებე ურთიერთობები რომელიც თავად გსურს. ნუ აქცევ სხვის პრობლემას საკუთარ პრობლემად.

როდესაც ისწავლი, რომ თავად უნდა მოიპოვო ადამიანთა სიყვარული და პატივისცემა, აღარასოდეს დაელოდები შეუძლებელს და შესაბამისად, იმედიც აღარ გაგიცრუვდება.

სხვა ადამიანები არ არიან ვალდებული საკუთარი საკუთრება გაგიზიარონ, არც თავიანთი გრძნობები და ფიქრები და თუ ასე აკეთებენ, გახსოვდეს რომ შენ მოიპოვე მათი ნდობა, შენ დაიმსახურე მათი სიყვარული და პატისცემა. მხოლოდ ამას ჯილდოდ ნუ ჩათვლი, რადგანაც შეიძლება დაკარგო. ისინი შენ გეკუთვნის, რადგან თავად მოიპოვე და დაიმსახურე.

დიდი ტვირთი მომეხსნა მხრებიდან როდესაც გავაანალიზე, რომ არავინაა ვალდებული ჩემს მიმართ. არავინაა ვალდებული ჩემს მიმართ პატივისცემით, სიყვარულით, მეგობრობით, ქცევითა და თავაზიანობით. როგორც კი ამას მივხვდი, ჩემი ურთიერთობები დალაგდა, ვცდილობდი ყოველთვის ისეთ ადამიანებთან დამეჭირა ურთიერთობა, რომელთაც ის სურდათ რაც მე.

ამის გაანალიზება დამეხმარა მეგობრობაში, ბიზნესში, სიყვარულსა და უცხო ადამიანებთან ურთიერთობაში. ეს მარტივი ჭეშმარიტება ხშირად მახსენებს, რომ შემიძლია მივიღო ის, რაც მსურს თუ სხვა ადამიანის სამყაროში შევაღწევ. აუცილებლად უნდა მიხვდე რას ფიქრობს, რა უნდა და რისი სჯერა და მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებ გაანალიზო თავად რა გსურს მისგან. მხოლოდ ასე შეძლებ შეინარჩუნო ურთიერთობები მასთან ვისთანაც ბევრი საერთო გაქვს.

ადვილი არაა ამ უბრალო სიტყვებით შეაჯერო ის, რაც წლების განმავლობაში მისწავლია, მაგრამ თუ ყოველ შობა ღამეს ამ წერილს ხელმეორედ გადაიკითხავ, დარწმუნებული ვარ ყოველწლიურად უფრო და უფრო ნათელი გახდება შენთვის.

ვიმედოვნებ ასე იქნება, რადგან ყველაზე მეტად მსურს გაიაზრო მარტივი ჭეშმარიტება, რომელიც თავისუფლებას გაჩუქებს:

არავინაა შენს მიმართ ვალდებული..

სიყვარულით,
მამა

ჰარი ბრაუნი გახლდათ მწერალი, ინვესტორი, ამერიკის ლიბერტარიანული პარტიის წევრი, პარტიის მხრიდან წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატი 1996 წლის არჩევნებში, აშშ-ს თავისუფლების ფონდის დირექტორი.

თარგმანი: თემო ბერიშვილი

გაზიარება:

ჟურნალი "ოთხი მოტივის" პროექტის ავტორი, დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.

Loading Facebook Comments ...

Discussion8 კომენტარი

  1. ki yvelas vetanxmebi!arsebobs erti cheshmariteba,romelic am saxelwodebitaa cnobili “oqros wesi” yvelapershi rogorc gindat,rom mogeqcnen tqven,tqvenc aseve moeqecit” ( mate 7:12)

  2. მე ვფიქრობ, ჰარი ბრაუნს ძალიან კარგად ესმოდა ვალდებულებები და პასუხისმგებლობა, მაგრამ არსებობს ისეთი მდგომარეობა, როცა ადამიანებს არაჯანსაღი დამოკიდებულება აქვს ვალდებულებეთან და ეკუთვნის თუ არა პატივისცემა და გვერში დგომა, შენგან მაინც ითხოვენ შემდედი მიზეზით,, ვალდებული ხარ, გევალება!”ადამიანს, რომელსაც ამგვარი აზრით აღზრდი, ნაკლები მოლოდინი ექნება სხვების მხრიდან დახმარებისა და პატივ
    ისცემისა, სხვაზე არ იქნება დამოკიდებული, სულ მიღების რეჟიმში არ იქნება და იფიქრებს, რომ თვითონ უნდა მოიპოვოს პატივისცემა თავისი ღირსებით, უნდა დაიმსახუროს. ამიტომ შეეცდება ღირსეულ ადამიანად ჩამოყალიბებას.ზოგჯერ არაჯანსაღი ამბიციები ანგრევს ურთიერთობებს. მგონი, ამას ფიქრობდა ბრაუნი და ჩვენც ჩვენი რელიგიის გათვალისწინებით მივიღოთ ის, რაც ჩვენთვის მისაღებია, ანუ ჩვენი ხედვის წერტილი ვუპოვოთ ჰარის შეხედულებას. მე ძალიან მომეწონა, რადგან ნაკლები მოლოდინი მაქვს ხოლმე, რადგან მეტის მოლოდინი იმედგაცრუებას იწვევს.

  3. erti shexedvit , dzalian martivi gasagebi iko kvelaferi da rato gaartula zogma da uarkofiti interpretacia rato misca, ver vxvdebi…aravinaa valdebuli , ukvarde, sikvaruls da ndobas damsaxureba schirdeba. aq zogad urtiertobebzea saubari da ara dedmamishvilur valdebulebebze….arsad araferi ar elodeba adamians, kvelgan kvelaferi tviton unda miitanos, sheqmnas. xalxis simpatiasac im xarisxit daimsaxureb, ra xarisxis adamianic tavad xar. da tu ar xar, shegidzlia amaze imushao da ganavitaro…

  4. ძალიან, ძალიან მომეწონა. ათჯერ მაინც გადავიკითხე!… ვფიქრობ როცა ასე აზროვნებ ეს აჯანსაღებს შენს დამოკიდებულებას ადამიანებთან და თვითგანვითარების საშუალებას გაძლევს. ხვდები საკუთარ ღირსებასა და ნაკლს..

    ქართველები საკუარი თავის ურწმუნობით ვართ ავად და ხშირად ეს სწორედ იმის გამო ხდება რომ მშობელი შვილს მოძღვრავს თითქოს მას შესწირა ცხოვრება ქმარი ცოლს, ცოლი ქმარს ასე უჩიჩინებს. შემდეგ იზრდებიან ბავშვები და ახლა ისინი ტვირთულოებენ იმას რაც არ უნდათ დაბოღმილი არიან ცხოვრებაზე, ან მხოლოდ სიტყვით აკეთებენ ამას. არადა ყველა ისე იწყობს ცხოვრებას როგორც შეუძლია, ისეთ შვილებს ზრდის როგორც შეუძლია (ზოგი საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილოა ძალა არ შესწევს შეცვალოს რჩება იმ სინამდვილეში საკუთაირ თავის გარდა ყველას ადანაშაულებს,არადა ასეთს ერჩია შეგუებოდა… ამას როგორც წესი თვითგანვითარების შანსები მოსდევს ხოლმე, ბოლოს და ბოლოს ის ასეთი ერთადერთი ადამიანი არ იქნებოდა სამყაროში!) რაც რელობაში ზღვაში წვეთია მთავარია აღზარდო,სიყვარული უჩვენო გამოცდილება გაუზიარო როგორც ამ წერილის ავტორი საკუთარ შვილს მოექცა. სწორედ ესაა მშობლობა! არაფერს მოაქვს კარგი შედეგი, როდესაც ისე იცხოვრობ როგორც არ გინდა. რა თქმა უნდა ხშირად იმის კეთებაც გვიწევს რაც სასიამოვნო არაა ბრძოლას ნებისყოფას ოფლის ღვრას მოითხოვს, მაგრამ რა იქნებოდა ცხოვრება პრობლემების გარეშე?! წუთისოფელში ცხოვრების მიზანია ასეთია,!რეალურ შოუში ცხოვრობ, იბრძვი იცდები… ნუთუ ეს საინტერესო არაა?! ქართული საზოგადოება ღრმა ბავშვობაშია ჩარჩენილი და ცხოვრების ეს მარტივი ჭეშმარიტება ბევრისთვის მიურღეველია. სწორედ ამის გამო ქართველების უმრავლესობს ცხვრება ფუჭია, არაფრისმომცემი ყოფიერების ჭაობში ხრჩობას წარმოადგენს…

  5. yvelani valdebulebi vart vizrunot pirvel rigshi chven shvilebze chven ojaxze chven kveyanaze erovnebaze da mtel msoplioze amis shemdeg yvelaperi kargad ikneba tu ase movikcevit cinaamgdeg shemtxvevashi deda mo,,,,,,,,, yvelapers

  6. არავინაა შენს მიმართ ვალდებული .
    ეს ნიშნავს, რომ არავინ ცხოვრობს შენთვის, ჩემო პატარა. არავინ არ წარმოადგენს შენს პიროვნებას. ყველა ადამიანი საკუთარი თავისთვის ცხოვრობს და მხოლოდ საკუთარ ბედნიერებას შეიგრძნობს სრულად.me ki, mxolod chemtvis dzalian dzvirfasi adamianistvis vcxovrob,is ki,rogorc hari brauni cers mxolod sakutari tavistvis da sakutar bednierebas sheigrdznobs mxolod.misi problema yoveltvis iyo chemi problema.chemi tkivili ke mistvis…magram dzalian miyvars, miuxedavad kvelafrisa,dzalian miyvars.

  7. რაც წავიკითხე მომეწონა და კმაყოფილი ვარ ძალიან, მაგრამ სიმართლე ხომ სულ სხვაა.რა თქმა უნდა როგორც დედას მინდა ჩემმა შვილებმა ასე იცხოვრონ, ძალიან ჭკვიანები,წარმატებულები და როგორც ღვთის შვილს შეეფერება ისე იცხოვროს,მაგრამ გვააქვს კი ასე აწყობილი ქვეყანა ან ვაართ სხვანი ამ მოწოდებით გაჟღენთილნი? თქმა ადვილია. ზოგნი სხვის შეცდომებზე ვსწავლობთ ცხოვრებას,მაგრამ ზოგნი საკუთარი შეცდომებითაც ვერ მოვდივართ ცხოვრების აზრზე. ზოგს მთელი ცხოვრება ჭირდება იმის გარკვევაში თუ რა უნდა ამ ცხოვრებაში, ზოგი კი პირიქით. ცოტაა ისეთ ადამიანთა კატეგორია ვინც ყველაფერს გათვლილად და გააზრებით აკეთებდეს. ბოლოს კი სიკვდილის წინ გვახსენდება ვისზე გვაქვს შენდობა სათხოვნელი და ვისთვის მადლობა გადასახდელი. ასე რომ ტყუილად ენის ქავილია ეს ყველაფერი…

Leave A Reply