არაა საჭირო შეცვალო სამყარო

0
უძველეს დროში იყო ერთი მეფე, რომელიც ერთ მდიდარ ქვეყანას ედგა სათავეში. ერთ დღეს იგი შორეულ ქვეყანაში წავიდა სამოგზაუროდ . გზა ძალიან დიდი იყო და როდესაც უკან დაბრუბდა მეფემ დაიჩივლა, რომ ფეხები საშინლად სტკიოდა,რადგან ეს მისი პირველი შორეული მოგზაურობა იყო და გზა რომელიც  მან გაიარა ქვიანი და უსწორმასწორო გახლდათ.
 
მეფემ ბრძანა, რომ ქვეყნის ყველა გზაზე ტყავი დაეფინათ. ეს კი რასაკვირველია დიდ ხარჯებს მოითხოვდა,რადგან ათასობით საქონლის ტყავი დასჭირდებოდათ.
-რატომ უნდა დახარჯოთ ამდენი ოქრო? – ჰკითხა მეფეს ერთმა ჭკვიანმა მსახურმა. შეგიძლიათ პატარა ტყავის ნაჭრით დაიფაროთ ფეხი და დამიჯერეთ, რომ აღარ გეტკინებათ.
მეფე გააოცა მსახურის მახვილგონიერებამ და მოგვიანებით დასთანხმდა მის შეთავაზებას – შეეკერათ “ფეხსაცმელი” მისთვის.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply