ანტუან დე სენტ–ეგზიუპერი: ცხოვრებისეული გამონათქვამები

0

1 მხოლოდ გულით ხედავენ კარგად, მთავარი უხილავია თვალთაგან.

2. ყველა დიდი ხომ ბავშვი იყო ოდესღაც,მაგრამ ძალიან ცოტას ახსოვს ეს..

3. დიდებს ძალიან უყვართ ციფრები. თუ თქვენ მათ რომელიმე ახალ მეგობარზე უამბობთ რამეს, ისინი არასოდეს გკითხავენ იმას, რაც მთავარია. არასოდეს გკითხავენ როგორი ხმა აქვს შენს მეგობარს, რა თამაში უყვარს, ან პეპლების კოლექციას თუ აგროვებს. ამის მაგიერ გკითხავენ: რამდენი წლისაა, რამდენი ძმა ჰყავს, რამდენს იწონის და რა ჯამაგირი აქვს მამამისსო. და მათ ჰგონიათ, რომ ამით უკვე ყველაფერი გაიგეს. დიდებს რომ უთხრათ, „ვარდისფერი აგურისგან ნაგები ლამაზი სახლი დავინახე, რომლის ფანჯრის რაფებზე გერანი ყვაოდა, ხოლო სახურავზე მტრედები დაგოგმანებდნენო“, ვერ მიხვდებიან, როგორია ეს სახლი, მათ ასე უნდა უთხრათ: „მე დავინახე სახლი, რომელიც ასი ათასი ფრანკი ღირს“ და მაშინ აღტაცებით წამოიძახებენ, რა მშვენიერი სახლი ყოფილაო!

4. ჭეშმარიტი სიყვარული სხვათა გამო სიხარულია.

5. სხვისი განსჯა უფრო იოლია, ვიდრე საკუთარი თავის.

6. ნამდვილი სიყვარული მაშინ იწყება, როცა გიყვარს და საპასუხოდ არაფერს ელი.

7. მიზანი გეგმის გარეშე, მხოლოდ სურვილია.

8. – რას აკეთებ აქ? – ჰკითხა მან ლოთს, რომელიც მდუმარედ იჯდა და წინ აურაცხელი ცარიელი და სავსე ბოთლი ელაგა. – ვსვამ, – პირქუშად მიუგო ლოთმა.
– რატომ სვამ?
– რომ დავივიწყო.
– რა უნდა დაივიწყო? – ისევ შეეკითხა პატარა უფლისწული, რომელსაც უკვე ებრალობოდა იგი.
– დავივიწყო, რომ მრცხვენია, – გაანდო ლოთმა და თავი ჩაქინდრა.
– რისი გრცხვენია? – შეეკითხა პატარა უფლისწული და ძალიან მოუნდა რომ დახმარებოდა მას.
– მრცხვენია, რომ ვსვამ!.. – დაასრულა საუბარი ლოთმა და დადუმდა.
პატარა უფლისწული დაიბნა.
„დიდები მართლა უცნაური ხალხია“, – გაიფიქრა მან და განაგრძო გზა.

9. პატივმოყვარეებს ქების გარდა არაფერი ესმით.

10. გიყვარდეს- ერთმანეთის ყურებას კი არ ნიშნავს, არამედ ხედვას ერთი მიმართულებით.

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Comments are closed.